კომბიუტერული სამყარომთავარისიახლეები

Apple-მა ახალი Macbook Air წარმოგვიდგინა Retina ეკრანით, ვიწრო ჩარჩოებით და განახლებული შიგთავსით

Apple-ის ღონისძიებიდან ყველაზე საინტერესო მოწყობილობად Macbook Air შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომელსაც განახლებული 13.3 დიუმიანი 2560×1600 პიქსელ გარჩევადობის Retina ეკრანი აქვს, ხოლო ჩარჩოები 50 პროცენტით შემცირდა. მის შემადგენლობაში მერვე თაობის Intel i5-ის პროცესორს ვხდებით, ხოლო უსაფრთხოების სისტემად ახალი თაობის თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერი გვხდება, რომელსაც სპეციალური უსაფრთოხების ჩიპი T2 კიდევ უფრო დაცულს ხდის.

ყველაზე მძლავრ ვერსიაში 16 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება და 1.5 ტერაბაიტიანი SSD შესანახი მეხსიერება გვხდება, ხოლო ბრაუზერში მუშაობის დროს ლეპტოპი 12 საათს გაგიძლებთ.

ახალი Macbook Air-ის საწყისი ფასი 1200 ამერიკული დოლარით განისაზღვრება და Apple-ის თქმით ეს ფასი ყველაზე დაბალია რაც კი Retina-ს ეკრანით გამოუშვიათ.

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close