კომბიუტერული სამყარომთავარიმობილური სამყაროსიახლეები

Apple-მა 11 და 12.9 დიუმიანი ახალი iPad Pro სუპერ მძლავრი A12X Bionic ჩიფსეტით წარმოგვიდგინა

Apple-მა ახალი თაობის 11 და 12.9 დიუმიანი ეკრანის მქონე iPad Pro წარმოდგვიგინა, რომლის ეკრანიც ტაბლეტებს შორის ყველაზე დიდი 85 პროცენტიანი თანაფარდობით გამოირჩევა, გარდა ამისა სრულიად შეიცვალა კორპუსის დიზაინი, მომრგვალებული კუთხეები გასწორდა და მისი სისქე 5.9 მილიმეტრამდე შემცირდა.

ახალი თაობის iPad Pro-ში A12X Bionic-ის ჩიფსეტი არის მოთავსებული, სადაც 90 პროცენტით გაუმჯობესებული 8 ბირთვიანი ცენტრალური პროცესორი და 35 პროცენტით გაძლიერებული 7 ბირთვიანი პროცესორი გვხდება. ტაბლეტის ეკრანის სიხშირე 120 ჰერცით განისაზღვრება, წინა პანელზე 7 მეგაპიქსელიანი კამერა არის წარმოდგენილი, ხოლო უკანა პანელზე 12 მეგაპიქსელიანი კამერა 4K ვიდეო გადაღებით და ნათებით. გაუმჯობესდა სტილუსის სენსორის მგრძნობელობაც და ახლა უკვე 3 გიგაბაიტიანი PSD ფაილის დამუშავებასაც შეძლებთ Photoshop-ში.

ტაბლეტების მეხსიერება წარმოდგენილია 64, 256, 512 და 1024 გიგაბაიტიან ვარიანტებად. 11 დიუმიანი ვერსიის საწყისი ფასი 800 ამერიკული დოლარი გახლავთ(1 ტერაბაიტიანი ვერსიის ფასი 1550 ამერიკულო დოლარი), ხოლო 12.9 დიუმიანი ვერსიის საწყისი ფასი 1000 ამერიკული დოლარი(1 ტერაბაიტიანი ვერსიის ფასი 1750 ამერიკული დოლარი).

თეგები

ნოდარ სიხარულიძე

ჩემთვის მნიშვნელოვანია მკითხველს მივაწოდო ობიექტური ინფორმაცია და შევთავაზო საუკეთესო კონტენტი. ვცდილობ მაქსიმალურად სწრაფად და ხარისხიანად მოგაწოდოთ ინფორმაციები ტექნოლოგიური სამყაროდან და ამ მოტივაციის ყველაზე დიდი მიზეზი ისევ მკითხველის დიდი ინტერესია!

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close