მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

Apple iPhone XS, iPhone XS Max და iPhone XR-ის მიმოხილვა: მსოფლიოში პირველი სმარტფონები 7 ნანომეტრიანი ჩიფსეტით

Apple-მა 12 სექტემბერს დაგეგმილ ღონისძიებაზე ოფიციალურად წარმოგვიდგინა თავისი ფლაგმანური სმარტფონები iPhone XS, XS Max და XR.

iPhone XS და XS Max ფლაგმანური სმარტფონების სერიას მიეკუთვნება, რომლებშიც მსოფლიოში პირველად გვხდება 7 ნანომეტრიანი Appe-ის შექმნილი ჩიფსეტი A12 Bionic ახალი თაობის ნერვული, გრაფიკული და ცენტრალური პროცესორებით. ორივე ვერსიაში 120 ჰერციანი FHD+ რეზოლუციის Super Retina OLED HDR10 ტექნოლოგიის ეკრანები გვხდება(XS-ში 5.8 დიუმიანი ეკრანი და Max ვერსიაში 6.5 დიუმიანი). სმარტფონების დიზაინი არ შეცვლილა, იმეორებს iPhone X-ის ფორმებს და მახასიათებლებს.

საინტერესო სიახლეა კამერაშიც, განახლდა ძირითადი კამერის სენსორი და ამჯერად 1/2.55 დიუმის ზომის სენსორის მქონე 12 მეგაპიქსელიანი Sony-ს კამერა გვხდება 1.4 მიკრონის ზომის პიქსელებით, მეორე კამერის მახასიათებლები და კამერის ფუნქციები არ შეცვლილა, თუმცა გაუმჯობესდა აუდიო ჩაწერის შესაძლებლობა და ახლა 4 მიკროფონით უკვე იწერეს სტერეო აუდიოს.

iPhone XR-ის შემთხვევაში გვხდება 6.1 დიუმიანი HD რეზოლუციის Retina LCD ეკრანი და ერთი მთავარი 12 მეგაპიქსელიანი კამერა. დაბალ ფასთან ერთად აღნიშნულ მოდელს კორპუსის ფერების დიდი არჩევანიც აქვს.

Apple A12 Bionic ჩიფსეტში გვხდება 2 მძლავრი და 4 დაბალი წარმადობის ცენტრალური პროცესორი, რომელიც 15 პროცენტით სწრაფია და 40 პროცენტით ენერგო-ეკონომიური მის წინა ვერსიასთან შედარებით. გრაფიკული პროცესორი 4 ბირთვიანია, ხოლო ხელოვნური ინტელექტისთვის განკუთვნილი ნერვული პროცესორი 8 ბირთვიანი.

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შესაძლოა დაგაინტერესოთ!

Close
Close