მთავარიმობილური სამყაროსიახლეებიჩიპსეტები

ARM-ს ახალი Cortex A76 ცენტრალური და Mali-G76 გრაფიკული პროცესორები: 8K რეზოლუციის ერა სმარტფონებში

ARM-მ გამოუშვა ახალი არქიტექტურა ცენტრალური და გრაფიკული პროცესორის ბირთვებისთვის, Cortex A76 არქიტექტურის ცენტრალური პროცესორის ბირთვები და Mali-G76-ის გრაფიკული პროცესორის ბირთვები. ჩიფსეტი მთლიანობაში 7 ნანომეტრიანი არქტიტექტურით არის შესრულები, 40 პროცენტით უფრო ენერგო ეკონომიურია ვიდრე მისი წინა ვერსია იყო, 35 პროცენტით უფრო მძლავრია, 90 პროცენტით უფრო სწრაფი მეხსიერების გამტარობა აქვს, 3.9-ჯერ უფრო მძლავრი ხელოვნური ინტელექტისთვის განკუთვნილი პროცესორი გააჩნია და 1.65-ჯერ უფრო მძლავრი გრაფიკა აქვს.

განსაკუთრებული სიახლე არის ის, რომ შესაძლებლობა მოგვეცემა გადავიღოთ 8K ვიდეო 30 კადრით წამში, 4K ვიდეო 120 კადრით წამში და გავუშვათ 8K ვიდეო 60 კადრით წამში.

აღნიშნულ ტექნოლოგიას გამოიყენებს ჩიფსეტების მწარმობლებიდან ყველა არსებული კომპანია: Qualcomm, Samsung, Huawei და Mediatek.

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close