კომბიუტერული სამყარომთავარისიახლეები

ASUS-ის ახალი ინოვაციური ლეპტოპი

ASUS-მა წარადგინა ახალი ‘’Zenbook Pro UX580’’, რომელიც ნამდვილად შთამბეჭდავად გამოიყურება, როგორც დიზაინით ისე ტექნიკური მახასიათებლებით, ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ ამ ლეპტოპის განხილვაზე!
ყველაზე მეტად ალბათ, რაც ამ ლეპტოპს მომხიბვლელს ხდის არის ეკრანის სენსორული დაფა ე.გ ‘’ScreenPad, რომელიც წარმოდგენილია 5.5 ინჩიანი სენსორული ეკრანით FuLLHD გაფართოებით, რაც უზრუნველყოფს ეკრანის პარარელურად აპლიკაციების გაშვებას და მართვას.

რაც შეეხება ტექნიკურ მონაცემებს , მას გააჩნია 15.6 ინჩიანი 4K გამოსახულების ეკრანი. ასევე, ის აღჭურვილია ინტელის ყველაზე სწრაფი და უახლესი მეცხრე თაობის პროცესორით ‘’Intel Core i9 8950HK’’, ხოლო ვიდეო ბარათად წარმოდგენილია ‘’Nvidia GTX 1050 Ti 4GB’’ ,ოპერატიული მეხსიერება შეადგენს 16 გიგაბაიტს, რომელიც DDR4-ის ბაზაზე მუშაობს და რაც შეეხება შესანახ მეხსიერებას იგი 1 ტერაბაიტიანია.
აღსაღნიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ მოდელს აქვს ‘’ASUS PEN’’ ის მხარდაჭერა , რომელიც გამოიყენება ეკრანზე სამუშაოდ.

ლეოპტოპი გაყიდვაში ჩაეშვება ივლისის შუა რიცხვებში და საწყისი ფასი 2.299 ამერიკული დოლარი იქნება. მიუხედავად მაღალი ფასისა, ვფიქრობ ლეოპტოპი წარმატებას მოიპოვებს ბაზარზე.

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close