TOPკვირის

Asus ROG-მა დღეს თავისი პირველი სუპერ სმარტფონი წარადგინა!

ალბათ ყველამ გაიგეთ სულ რამოდენიმე თვის წინ, როდესაც ცნობილმა კომპანია Xiaomi-იმ წარადგინა თავისი გეიმერული სმარტფონი, რომელიც ორიენტირებულია, რათა მაქსიმალურად კარგი სათამაშო გარემო შეგიქმნათ. დღეს კი ცნობილმა Asus-ის გეიმერულმა კომპანია ROG-მა წარადგინა თავისი პირველი გეიმერული სმარტფონი, Snapdragon 845-ითა და 4000mAh-იანი ბატარიით, რაც მაქსიმალურად კომფორტულ სათამაშო გარემოს შეგიქმნით.
rog

რაც შეეხება ტექნიკურ მონაცემებს, მის შემაგებლობაშია Snapdragon 845-ის ჩიფსეტი, Kryo 385 ბირთვებითა და Adreno 630 გრაფიკული ამაჩქარებლით, რომელიც გრაფიკული შესაძლებლობების მაქსიმუმს გვპირდება. 8 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება და 4000 მილიამპერიანიბატარია. ROG Phone-ი წარმოდგენილი არის 6.0 ინჩიანი 18:9 ფორმატის, Full HD+ რეზოლუციის ეკრანით, რომელიც დაცულია ექსკლუზიურად Corning Gorilla glass 6-ით.rog phone

სამწუხაროდ სმარტფონს არ აქვს მეხსიერების გაზრდის საშუალება MicroSD ბარათით, მაგრამ იგი წარმოდგენილია ორ ვერსიად: შეგიძლიათ არჩევანი გააკეთოთ 128 და 512 გეგაბიტ შესანახ მეხსიერებას შორის. ასევე სმარტფონში ვხვდებით სტერეო აუდიო სისტემას.

მის უკანა პანელზე განთავსებულია კომპანიის ლოგო რომელსაც შეუძლია სხვადასხვა ფერის მიღება რაც სმარტფონებში პირველია, ასევე მის უკანა პანელზე ორმაგი კამერა არის განლაგებული. სმარტფონი წარმოდგენილია ორი მთავარი კამერით: 12 მეგაპიქსელი ზომის სენსორი f/1.8 დიაფრაგმითს + 8 მეგაპიქსელი ზომის სენსორი f/2.0 დიაფრაგმით და 8 მეგაპიქსელიანი სელფის კამერით.

აღსანიშნავია ისიც, რომ სმარტფონს გააჩნია ორი type c პორტი რის დახმარებითაც სმარტფონს უმაგრდება დამატებითი ქულერი. ამ სმარტფონმა  AnTuTu ტესტში მაქსიმუმი 304183 ქულა აჩვენა. ROG Phone-ის ღირებულება ჯერ-ჯერობით უცნობია, გაყიდვაში კი 2018 წლის მესამე კვარტალში ჩაეშვება.

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close