მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

BBK Electronics (VIVO, OPPO & OnePlus): სმარტფონების გაყიდვებით მსოფლიოს მასშტაბით სიდიდით მეორე კომპანია!

BBK Electronics შეიქმნა 1995 წელს ჩინეთში, რომელიც აწარმოებს ტელევიზორებს, MP3 დამკვრელებს, ციფრულ კამერებს, აუდიო სისტემას და მობილურ ტელეფონებს.

BBK სმარტფონების ბაზარზე სამი სხვადასხვა ბრენდით არის წარმოდგენილი: Vivo, Oppo და OnePlus! მიუხედავად იმისა, რომ სამივე სმარტფონების ბრენდი ერთ კომპანიას BBK-ს ეკუთვნის, მათ გუნდის შემადგენლობა განსხვავდება, შესაბამისად აქვთ მარკეტინგული სხვადასხვა გათვლები, თუმცა ტექნოლოგიები იდენტური. გლობალურ ბაზარზე OnePlus ბევრად უფრო პოპულაურია და სანდო ბრენდად არის წარმოდგენილი, მისი ბოლო თაობის ფლაგმანი მრავალ ტექნოლოგიურ ბლოგზე გამხდარა და არის ტოპ კატეგორიების ლიდერი.

2018 წლის მონაცემებით BBK სმარტფონების გაყიდვების მიხედვით(სამივე ბრენდის დათვლის შემთხვევაში) მეორე ადგილს იკავებს დაახლოებით 67 მილიონი გაყიდული სმარტფონით. პირველ ადგილზე გახლავთ Samsung-ი 71.6 მილიონი გაყიდული სმარტფონით, მესამე ადგილზე Huawei 54.2 მილიონი გაყიდული სმარტფონით(სადაც შედის Honor ბრენდი, რომელსაც სხვა აღმასრულებელი დირექტორი და გუნდის შემადგენლობა ჰყავს) და მეოთხე ადგილზე Apple-ი 41.3 მილიონი გაყიდული სმარტფონით.

OPPO-მ მრავალი წლის შემდეგ წარმოგვიდგინა ფლაგმანური სმარტფონი, რომელიც ნამდვილად ღირსეულად წარსდგა სმარტფონების სამყაროში და მისი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი სრულიად უჩარჩოო დიზაინი გახლავთ.

სმარტფონში გვხდება 6.42 დიუმიანი 19.5:9 ფორმატიანი FHD+ რეზოლუციის ეკრანი, რომლის თანაფარდობა კორპუსთან შეადგენს 93.8 პროცენტს და მინდა აღვნიშნო, რომ მსგავი ეკრანის თანაფარდობა სხვა რომელიმე ბრენდის სმარტფონზე არ შეგვხვედრია დღემდე.

წინა და უკანა კამერები “სლაიდერი” დიზაინით არის შემოთავაზებული, რომელიც კამერის ჩართვის პროცესში ამოიწევა და სხვა დანარჩენი დრო კამერებს საერთოდ ვერ ვხედავთ, ვერც წინა პანელზე (შესაამისად მთლიანი ეკრანი არის გადაჭიმული წინა პანელზე) და ვერც უკანა პანელზე.

წინა კამერად წარმოდგენილია Sony-ს 24.8 მეგაპიქსელიანი სენსორი AI კამერის ალგორითმით და 3D სახის სკანერით. წინა კამერა ასევე საშუალებას გვაძლევს 3D და Omoji ანიმაციბი გავაგზავნოთ ტექსტური შეტყობინების სახით.

მთავარ კამერად ორმაგი Sony-ს 16 და 20 მეგაპიქსელიანი სენსორები გვხდება, თუმცა 20 მეგაპიქსელიანი სენსორი OnePlus 6-ის მსგავსად დამხმარე კამერის როლს ასრულებს, პორტრეტებისთვის და ღამის ფოტოებისთვის, რაც საშუალებას მოგვცემს გადავიღოთ საუკეთესო ხარისხის 10, 12 ან 16 მეგაპიქსელიანი ფოტოები.

სმარტფონის შემადგელობაში ასევე გვხდება Qualcomm Snapdragon 845-ის ჩიფსეტი, 8 გიგაბაიტიანი LPDDR4X ოპერატიული მეხსიერება, 256 გიგაბაიტიანი UFS2.1 შესანახი მეხსიერება, 3730 მილიამპერიანი ბატარეა VOOC სწრაფი დამუხტვის ტექნოლოგიით და Android 8.1 ოპერაციული სისტემა ColorOS 5.1 სამომხმარებლო ინტერფეისით.

vivo-მ ოფიციალურად გამოუშვა ახალი ფლაგმანური სმარტფონები NEX S და NEX A, რომლებსაც 6.59 დიუმიანი ეკრანით აქვთ კორპუსთან 91.24 პროცენტიანი თანაფარდობით. NEX S-ის შემადგენლობაში ასევე გვხდება ეკრანში ჩაშენებული თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერი, ხოლო NEX A მოდელში თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერი უკანა პანელზე გვხდება. ასევე განსხვავება არის ჩიფსეტების შემთხვევაშიც! NEX S მოდელზე გვხდება Snapdragon 845-ის ჩიფსეტი და NEX A მოდელზე Snapdragon 710-ის ჩიფსეტი.

ორივე სმარტფონების შემადგენლბაში გვხება სპეციალური თამაშებისთვის განკუთვნილი ძრავი, რომელიც 30%-ით ზრდის პერფომანსს. ასევე გვხდება ორმაგი 12+5 მეგაპიქსელიანი Sony IMX363-ის კამერის სისტემა, 8 მეგაპიქსელიანი ამოსაწევი წინა კამერა, 6/8 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება, 128/256 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერება, 4000 მილიამპერიანი ბატარეა სწრაფი დამუხტვის ტექნოლოგიით, Android 8.1 ოპერაციული სისტემა, AI კამერის ალგორითმი, Jovi ხელოვნური ინტელექტი/ხმოვანი ასისტენტი, ეკრანში ჩამალული დინამიკი და ეკრანში ჩამალული სენსორები.

Snapdragon 710-ის ვერსია 6 გიგაბაიტიანი ოპერატიული და 128 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერებით ეღირება 600 ამერიკული დოლარი, Snapdragon 845-ის ვერსია 8 გიგაბაიტიანი ოპერატიული და 128 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერებით ეღირება 700 ამერიკული დოლარი, ხოლო 256 გიგაბაიტიანი ვერსია მხოლოდ 780 ამერიკული დოლარი ეღირება.

 

OnePlus-ი Android და საერთოდ სმარტფონების სამყაროში არის პერფომანსის ნამდვილი “მეფე”, რომელმაც დღეს ახალი ფლაგმანური სმარტფონი წარმოგვიდგინა OnePlus 6-ის სახით. გარდა ძალიან დაბალანსებული და მისაღები ფასისა, ახალ მოდელში ამჯერად გაუმჯობესებული დიზაინი და შესაძლებლობები გვხდება.

OnePlus 6-ის შემადგენლობაშია 6.28 დიუმიანი FHD+ რეზოლუციის Optic AMOLED ეკრანი(კორპუსთან 84 პროცენტიანი თანაფარდობით), Qualcomm Snapdragon 845-ის ჩიფსეტი, 6 და 8 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერების ვარიანტები LPDDR4x ტექნოლოგიით, 64|128|256 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერება UFS2.1 ტექნოლოგიით, 3300 მილიამპერიანი ბატარეა სწრაფი დამუხტვის ტექნოლოგიით (5V 4A), ვიბრაციისთვის განკუთვნილი სპეციალური ძრავი, 3.5 მილიმეტრიანი აუდიო ჯეკი, თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერი, სახის ამომცნობი სკანერი და Android Oreo-ზე მოდიფიცურებული Oxygen OS ოპერაციული სისტემა, რომელიც შეგიძლიათ ჩართვისთანავე განაახლოთ Android P Beta-ზე.

 

უკანა პანელზე გათავსებულია ორმაგი Sony-ს მიერ წარმოებული კამერის სისტემა, საიდანაც 16 მეგაპიქსელიანი სენსორი გვხდება 1.22 მიკრონის ზომის პიქსელებით და F1.7 დიაფრაგმიანი ლინზებით, ხოლო მეორე სენსორი 20 მეგაპიქსელიანია 1.0 მიკრონის ზომის პიქსელებით. კამერის აპარატურული მხარე ვერ გამოიყურება საინტერესოდ, თუმცა გადაღების შედეგი დამოკიდებულია ალგორითმზე, რომელიც OnePlus-ს ნამდვილად არ დაეწუნება. კამერის მახასიათებლებში ასევე შევხდებით ოპტიკურ სტაბილიზაციას(ფოტოებისთვის), ელექტრონულ სტაბილიზაციას(ვიდეოებისთვის), 4K ვიდეო გადაღებას 30 და 60 კადრით წამში, Super SloMo ვიდეო გადაღებას FHD რეზოლუციის 240 კადრით წამში და HD რეზოლუციით 480 კადრით წამში, ორმაგ ნათებას და პორტრეტის რეჟიმს.

წინა კამერად კვლავ Sony-ს მიერ წარმოებული 16 მეგაპიქსელიანი კამერა გვხდება FHD ვიდეოს გადაღების შესაძლებლობით, რომელიც ასევე ითავსებს სახის სკანერის ფუნქციასაც.

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close