თვისმთავარიმობილური სამყაროსიახლეები

საუკეთესო სმარტფონები კატეგორიების მიხედვით, რომლის შეძენაც შესაძლებელია[2018 წლის ივნისი]

ვაგრძელებ ტრადიციას და კვლავ ყოველი თვის ბოლოს წარმოგიდგენთ საუკეთესო სმარტფონების ჩამონათვალს. აპრილის თვე საკმაოდ საინტერესო იყო სმარტფონების სამყაროში, თუმცა მხოლოდ აპრილის თვის სმარტფონებით არ შემოვიფარგლები, რადგან გასული თვეებიდანაც შესაძლებელია საინტერესო სმარტფონების ამორჩევა, რომელიც ჯერ კიდევ აქტუალურია და სერიოზულ კონკურენციას უწევენ ახალ სმარტფონებსაც კი.

Huawei P20 Pro: საუკეთესო კამერაფონი

აღნიშნული სმარტფონის უპირატესობა კამერაში მდგომაორებს, რომელშიც შედის საუკეთესო კამერის ტექნიკური მახასიათებლები, პროგრამული უზრუნველყოფა და პროფესიონალური რეჟიმები. უკანა პანელზე სამი მთავარი კამერა გვხდება 20 მეგაპიქსელიანი მონოქრომული F1.6 დიაფრაგმიანი ლინზებით, 40 მეგაპიქსელიანი RGB  გიგანტური 1/1.7 დიუმის ზომის სენსორით(რაც ბაზარზე არსებულ სმარტფონებს შორის საუკეთესოა), გიგანტური 2.0 მიკრონის ზომის პიქსელებით(10 მეგაპიქსელიანი ფოტოს გადაღების შემთხვევაში) და F1.8 დიაფრაგმიანი ლინზებით. ასევე 8 მეგაპიქსელიანი ტელეფოტო კამერა F2.4 დიაფრაგმიანი ლინზებით. აქ ასევე გვხდება 4K ვიდეო გადაღება, სუპერ SloMo ვიდეო გადაღება 960 კადრით წამში, ელექტრონული სტაბილიზაცია ოპტიკური სტაბილიზაცია, 3X ოპტიკური ზუმი(5X უდანაკარგო ზუმი და 10X ციფრული ზუმი) და IR-RGB სენსორი.  რევოლუციური ISO მგრძნობელობის მაქსიმალური მაჩვენებელი  102,400. წინა კამერად 24 მეგაპიქსელიანი სენსორი გვხდება F2.0 ლინზებით.

კამერის დამატებითი ფუნქციებია: 3D მოდელირება, 3D პორტრეტი და 3D AR რეჟიმები რეალურ დროში. კამერა ასევე იყენებს  Quad Bayer ტექნოლოგიას, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ გადაღოთ 10 მეგაპიქსელიანი ფოტო 40 მეგაპიქსელიანი კამერით და მიიღოთ საუკეთესო დეტალიზაციის მქონე ღამის ფოტო.

P20 Pro-ს იდეალურ პროფესიანალურ რეჟიმთან ერთად ასევე აქვს AI კამერის რეჟიმი, რომელიც სმარტფონს ავტომატურ რეჟიმში ეხმარება 19 კატეგორიის ობიექტისთვის შეარჩიოს კამერის საუკეთესო პარამეტრები მაქსიმალურად საუკეთესო შედეგის მისაღწევად. აქ ასევე გვხდება 4D ფოკუსის ტექნოლოგია, რომელიც მოძრავ ობიექტს წინასწარ აფოკუსებს და შედეგად ვღებულობთ იდეალურ გამოსახულებას

Sony Xperia XZ2 Premium: საუკეთესო ტექნოლოგიები

XZ2 Premium-ში წარმოდგენილია 5.8 დიუმიანი RGBW IPS LCD TRILUMINOS ეკრანი 4K HDR ტექნოლოგიით(30 პროცენტით უფრო ნათელი ეკრანი აქვს XZ Premium-მთან შედარებით), რომელიც გვთავაზობს შესაბამის კონტექსტს Amazon Prime-ის და Netlfix-ის მხარდაჭერით. HDR ტექნოლოგია გულისხმობს გამოსახულების უფრო მეტ დეტალიზაციას და გაცილებით მეტი ფერების აღქმას. მსგავსი ტექნოლოგიის ეკრანი ამ ეტაპზე სხვა ბრენდის სმარტფონებში არ გვხდება.

Xperia XZ2 Premium-ის  ორმაგ მთავარ კამერად წარმოდგენილია 19 მეგაპიქსელიანი(ეფექტური 21 მილიონი პიქსელი) 1/2.3 დიუმის ზომის სენსორი 1.22 მიკრონის ზომის პიქსელებით F1.8 დიაფრიაგმიანი ლინზებით და 12 მეგაპიქსელიანი 1/2.3 ზომის სენსორი 1.55 მიკრონის ზომის პიქსელებით F1.6 დიაფრაგმიანი ლიზენბით, მის შემადგენლობაში Bionz და AUBE კამერის პროცესორები(რომელიც ორივე კამერისგან მაქსიმალურ პეფომანს იღებს), RBBC-IR სენსორი, 192 ფაზოვანი ავტოფოკუსი, ლაზერული ავტოფოკუსი და 5 AXIS(ღერძიანი) ელექტრონული და ოპტიკური ჰიბრიდული სტაბილიზაცია. დიდი სიახლეა ISO მგრძნობელობაზე, სადაც ფოტო გადაღებაზე გვხდეება 51200 მაჩვენებელი და ვიდეო გადაღებაზე 12800. კამერის ერთ-ერთ მთავარ სიახლედ 4K HDR ვიდეოს გადაღება გვევლინება, რაც ძალიან კარგი სიახლეა სმარტფონების სამყაროში! აქვე მინდა გაცნობოთ, რომ ორვე კამერა 7 ლინზიანია, რაც დღევანდელ ფალგამნურ სმარტფონებზში არ გვხდება.

მონოქრომული კამერით შესაძლებელია მონოქრომული ეფექტის ფოტოს და ვიდეოს გადაღება ამასთანავე ის 19 მეგაპიქსელიან სენსორთან ერთდროულად მუშაობს, რაც ღამით გადაღების დროს მაქსიმალურად საუკეთესო შედეგს მოგვცემს იმის გათვალისწინებით, რომ მას გიგანტური ზომის პიქსელები აქვს. პროგრამულ შემადგენლობაში შედის: მულტი ფოტოს გადაღება და გაერთიანება ერთ ფოტოში მაქსიმალური ხარისხის მისაღებად, ახალი “ბოკე” ეფექტი(რომელიც პორტრეტის რეჟიმის ფუნქციას ასრულებს) და 8X ზუმი. მერას ასევე აქვს  “სუპერ შენელებული” ვიდეოს გადაღება FHD და HD რეზოლუციით 960 კადრით წამში, ასევე შესაძლებელია სტანდარტული შენელებული ვიდეოს გადაღება 120 კადრით წამში. XZ2 Premium კვლავ პირველია აღნიშნული სიახლით, რაც სმარტფონს კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის. წინა კამერად წარმოდგენილია 13 მეგაპიქსელიანი  სენსორი FHD რეზოლუციის ვიდეო გადაღების შესაძლებლობით და 5 AXIS ელექტრონული სტაბილიზაციით. 3D Creator აპლიკაცია უკვე წინა კამერაზეც მუშაობს.

Xperia XZ2 Premium-ში წარმოდგენილია 20%-ით მძლავრი სტერეო დინამიკები(ვიდეო ბოლო ფლაგმანურ სმარტფონში გვხდება) S-Force აუდიო ჩიპით, აქ ასევე შემოთავაზებულია Hi-Res (LPCM, FLAC, ALAC, DSD ფორმატები)აუდიო სისტემა DSEE HX, LDAC)საუკეთესო ხარისხის მისაღებად უკაბელო ყურსასმენებში, Clear Audio+ და aptX™ HD აუდიო ტექნოლოგიები. მარტივად შეიძლება იმის თქმა, რომ ჩვენ გვაქვს საუკეთესო აუდიო სისტემა. ასევე წამროდგენილია ახალი DVS(დინამური ვიბრაციის ტექნოლოგია), რომელიც ფილმის ყურების ან თამაშის დროს გადმოსცემს შესაბამის ვიბრაციებს, ხოლო ვიბრაციის სიმძლავრის დარეგულირება ან გათიშვა შესაძლებელია თქვენი სურვილისამებრ. დინამიურ ვიბრაციის სისტემას ამუშავებს სპეციალური ძრავი, რომელიც აპარატურულად არის წარმოდგენილი სმარტფონში.

 

Google Pixel 2 XL: საუკეთესო სმარტფონი ყველაზე სწრაფი სისტემური და უსაფრთხოების განახლებებით

Google-ის აღნიშნული სმარტფონი 2017 წლის ოქტომბერშია გამოშვებული და შეგვიძლია 2018 წლის სმარტფონადაც მივიჩნიოთ. Pixel 2 XL-ში გვხდება 6 დიუმიანი 18:9 ფორმატიანი QHD რეზოლუციის pOLED ეკრანი, Snapdragon 835-ის ჩიფსეტი, 4 გიგაბაიტიაანი ოპერატიული მეხსიერება, 64 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერება, 3520 მილიამპერიანი ბატარეა სწრაფი დამუხტვის ფუნქციით, 12 მეგაპიქსელიანი კამერა იდეალური HDR+ ალგორითმით და Visual Core პროცესორით, IP68 სერთიფიკატი წყალ და მტვერ გამძლეობისთვის, სტერეო დინამიკები კორპუსის წინა პანელზე და Android 8.1 ოპერაციული სისტემა, რომელიც ყოველთვის პირველი ნახლდება ახალ სისტემაზე და ყოველთვის პირველი ღებულობს უსაფრთხოების განახლებებს.

Essential Phone: საუკეთესო დიზაინის მქონე სმარტფონი მისაღებ ფასად

Essential-ის პირველი სმარტფონი საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება, ანაწყობიც იდეალურია და ფასიც საშუალო კლასს უთანაფრდება, მიუხედავად იმისა, რომ ფლაგმანური სმარტფონია. მასში ვხდებით 5.71 დიუმიან QHD რეზოლუციის 17:9 ფორმატიან ეკრანს, ეკრანში შეჭრილ წინა კამერას, ორმაგ 13 მეგაპიქსელიან მთავარ კამერას, Snapdragon 835-ის ჩიფსეტს, 4 გიგაბაიტიან ოპერატიულ მეხსიერებას, 128 გიგაბაიტიან შესანახ მეხსიერებას, 3040 მილიამპერიან ბატარეას სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერით, IP54 სერთიფიკატს წყალგამძლეობისთვის და Android 8.1 ოპერაციულ სისტემას, რომელიც Google-ის მსგავსად ძალიან სწრაფად ღებულობს უსაფრთხოების განახლებებს.

 

Samsung Galaxy S9|S9+: საუკეთესო კომპაქტური ფლაგმანური სმარტფონი

მიუხედავად იმისა, რომ Galaxy S9-ს ეკრანი 5.8 დიუმიანია(S9+-ის შემთხვეაში 6.2 დიუმიანი), ის ძალიან კომპაქტურია და შეგძნება მრჩება, რომ ხელში 4.7 დიუმიანი ეკრანის მქონე სმარტფონი მიჭირავს. მისი ეკრანის ფორმატი 19.5:9 გახლავთ Super Amoled HDR ტექნოლოგიით. მასში ვხდებით Exynos 8910-ის ჩიფსეტს, 4 გიგაბაიტიან ოპერატიულ მეხსიერებას, 64 გიგაბაიტიან შესანახ მეხსიერებას, 12 მეგაპიქსელიან კამერას ცვლადი F1.5 და F2.4 ლინზებით(S9+ის შემთხვევაში გვხდება მეორე კამერაც ოპრიკური ზუმის და პორტრეტისთვის), 3000 მილიამპერიან ბატარეას სწრაფი დამუხტვის ტექნოლოგიით, IP68 სერთიფიკატს წყალგამძლეობისთვის და Android 8.0 ოპერაციულ სისტემას.

 

Sony Xperia XZ2|XZ2 Compact: საუკეთესო პერფომანსის მქონე სმარტფონები

Sony-მ გადმოიღო ტრენდული მახასიათებლები თავის სმარტფონში და ახალი ფლაგმანი 18:9 ფორმატიანი 5.7 დიუმიანი(XZ2 Compact-ის შემთხვევაში 5.0 დიუმიანი ეკრანი) HDR LCD ეკრანით წარმოგვიდგინა, მასში ასევე ვხდებით Snapdragon 845-ის ჩიფსეტს, 6 გიგაბაიტიან ოპერატიულ მეხსიერებას, 64 გიგაბაიტიან შესანახ მეხსიერებას, 3180 მილიამპერიან ბატარეას სწრაფი დამუხტვის ფუნქციით, 19 მეგაპიქსელიან მთავარ კამერას 4K HDR ვიდეო გადაღებით და სუპერ SloMo ვიდეო გადაღების შესაძლებლობით FHD რეზოლუციით 960 კადრით წამში(კამერისთვის განკუთვნილია 1 გიგაბაიტიანი DRAM მეხსიერება), საუკეთესო HiRes აუდიო სისტემა მძლავრი სტერეო დინამიკებით წინა პანელზე და Android 8.0 ოპერაციული სისტემა, რომელიც სწრაფად ღებულობს სისტემურ და უსაფრთხოების განახლებებს.

Nokia 7 Plus: საუკეთესო სმარტფონი AndroidOne პროგრამით

Nokia-ს აღნიშნული სმარტფონი ფლაგმანური დონის მახასიათებლებს იმეორებს, თუმცა საშუალო კლასს მიეკუთვნება და ფასიც შესაბამისი აქვს! 6 დიუმიანი 18:9 ფორმატიანი ეკრანი, მეტალის კორპუსი, Snapdragon 660-ის ჩიფსეტი, 4 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება, 64 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერება, ორმაგი 12 მეგაპიქსელიანი ფლაგმანური დონის კამერა ZEISS ლინზებით, 3800 მილიამპერიანი ბატარეა სწრაფი დამუხტვის ტექნოლოგიით და Android 8.0 ოპერაციული სისტემა. Nokia 7 Plus-ის ჩართულია AndroidOne პროგრამაში, რაც ნიშნავს იმას, რომ სისტემურ და უსაფრთხოების განახლებებს სწრაფად მიიღებს. მისი საბაზრო ღირებულება შეადგენს დაახლოებით 370 ამერიკულ დოლარს.

Sony Xperia XA2: საუკეთესო საშუალო კლასის კოპაქტური სმარტფონი და საუკეთესო სმარტფონი დეველოპერებისთვის

Sony-მ პრემიუმ დიზაინი საშუალო კლასის სმარტფონშიც გადაიტანა, მეტალის კორპუსი უჩარჩოო დიზაინით. მიუხედავად იმისა, რომ  მას 16:9 ფორმატიანი 5.2 დიუმიანი ეკრანი აქვს, ის მაინც 75 პროცენტიანი თანაფარდობით არის კორპუსთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან კომპაქტური სმარტფონია. მასში ასევე ვხდებით Snapdragon 630-ის ჩიფსეტს, 3 გიგაბაიტიან ოპერატიულ მეხსერებას, 32 გიგაბაიტიან შესანახ მეხსიერებას, 23 მეგაპიქსელიან მთავარ კამერას, 3300 მილიამპერიან ბატარეას სწრაფი დამუხტვის ტექნოლოგიით და Android 8.0 ოპერაციულ სისტემას, რომელიც სწრაფად ღებულობს სისტემურ და უსაფრთხოების განახლებებს. XA2 ჩართულია AOSP პროგრამაში, Project Treble პროგრამაში და ასევე შესაძლებელია მეორე ოპერაციული სისტემის Sailfish OS-ის დაყენებაც. მისი საბაზრო ღირებულება შეადგენს დაახლოებით 330 ამერიკულ დოლარს.

Asus Zenfone 5: საუკეთესო კამერაფონი საშუალო კლასის სმარტფონებში

სმარტფონების შემადგენლობაშია 19:9 ფორმატიანი 6.2 დიუმიანი FHD+ რეზოლუციის Super IPS ეკრანი, რომლის თანაფარდობა კორპუსთან შეადგენს 90%-ს. ასევე გვხდება Snapdragon 636-ის ჩიფსეტი ოპერატიული მეხსიერება 4/6გიგაბაიტიან ვარიანტებად LPRRD4X ტექნოლოგიით, შესანახი მეხსიერება 64/128 გიგაბაიტიან ვარიანტებად UFS2.1 ტექნოლოგიით, 3300 მილიამპერიანი ბატარეა სწრაფი დამუხტვის ტექნოლოგიით, AI პროცესორი, რომელიც სმარტფონს ინტელექტუალურს ხდის და ის ასევე ეხმარება კამერას გამოსახულების დამუშავებაში. ოპერაციულ სისტემად წარმოდგენილია უახლესი Android 8.0 ვერსია ახალი თაობის მოდიფიცირებული ZenUI5.0 ვარიანტით.

სმარტფონების მთავარ კამერად წარმოდგენილია ორმაგი 12 და 8 მეგაპიქსელიანი Sony IMX363-ის სენსორი Dual Pixel ავტოფოკუსით, 1.4 მიკრონის ზომის პიქსელებით, F1.8 დიაფრაგმიანი ლინზებით, 120 გრადუსიანი ხედვის კუთხის ლინზები 8 მეგაპიქსელიან სენსორზე, 4K ვიდეოს გადაღება 30 კადრით წამში, 4 არხიანი ოპტიკური სტაბილიზაცია და 3 არხიანი ელექტრონული სტაბილიზაცია. წინა კამერად 8 მეგაპიქსელიანი სენსორია წარმოდგენილი. მისი საბაზრო ფასი შეადგენს დაახლოებით 300 ამერიკულ დოლარს.

Xiaomi Redmi Note 5|Mi A2: საუკეთესო ფასის მქონე საშუალო კლასის სმარტფონი

Redmi Note 5-ის შემადგენლობაშია შემადგენლობაშია  შემადგენლობაშია 5.99 დიუმიანი FHD+ რეზოლუციის 18:9 ფორმატის მქონე ეკრანი, Snapdragon 636-ის ჩიფსეტი, 4 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსირება, 64 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერება, ორმაგი 12/5 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა, 20 მეგაპიქსელიანი წინა კამერა და 4000 მილიამპერიანი ბატარეა. წარმოდგენილია Android 8.1 ოპერაციული სისტემით და Project Treble პროგრამით. მისი საბაზრო ღირებულება შეადგენს დაახლოებით 200 ამერიკულ დოლარს.

Mi A2-ის შემადგენლობაში არის 5.99 დიუმიანი 18:9 ფორმატიანი FHD რეზოლუციის IPS LCD ეკრანი, Qualcomm Snapdragon 660-ის 14 ნანომეტრიანი ჩიფსეტი(რომელსაც დამატებული აქვს AIE პროცესორი ხელოვნური ინტექტისთვის), 4/6 გიგაბაიტიანი LPDDR4x ოპერაცტიული მეხისერება, 64/128 გიგაბაიტიანი eMMC5.1 შესანახი მეხსიერება, IR პორტი(რაც მნიშვნელოვანია სმარტფონების მახასიათებლებში და ასრულებს პულტის ფუნქციას), USB C პორტი, 3010 მილიამპერიანი ბატარეა QC3.0 სწრაფი დამუხტვის ტექნოლოგიით, Bluetooth 5.0, ორმაგი სიმ-ბარათის სლოტი ორმაგი VoLTE მხარდაჭერით, თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერი და სპეციალური ახალი ხმოვანი ასისტენტი.

სმარტფონში გვხდება ორმაგი AI მთავარი კამერის სისტემა, საიდანაც ერთი არის 12 მეგაპიქსელიანი SONY IMX486 1/2.9 დიუმის ზომის სენსორი 1.25 მიკრონის ზომის პიქსელებით და F1.75 დიაფრაგმიანი ლინზებით, ხოლო მეორე კამერა 20 მეგაპიქსელიანი SONY IMX376 არის 1/2.8 დიუმის ზომის სენსორით F1.75 დიაფრაგმიანი ლინზებით და 2.0 მიკრონის ზომის პიქსელებით(სპეციალური ღამის რეჟიმის დამხარებით პიქსელების ზომა იზრდება 4-ჯერ და 1.0 მიკრონის ზომის პიქსელების ნაცვლად ვღებულობთ 2.0 მიკროს, რის გამოც ღამის გადაღების დროს გამოსახულება უფრო ნათელი და დეტალურია). აქ ასევე გვხდება AI ტექნოლოგია, რომელიც 25 სხვადასხვა კატეგორიის რეჟიმიდან 206 ობიექტის ამოცნობა შეუძლია, ასევე გვაქვს პორტრეტის რეჟიმიც და 4K ვიდეო გადაღებაც.

წინა კამერა 20 მეგაპიქსელიანი SONY IMX376-ის 1/2.8 დიუმის ზომის სენსორი გახლავთ 2.0 მიკრონის ზომის პიქსელებით და F2.0 დიაფრაგმიანი ლინზებით. აქაც გვხდება A1 ტექნოლოგია, რომელსაც 12 სხვადასხვა პარამეტრების შემოთავაზება შეუძლია და გამოსახულებას უფრო მკვეთრს ხდის.

Apple iPhone X: სმარტფონი, რომელსაც არ სჭირდება კატეგორიის მინიჭება

ეს სათაური iPhone X-ს შემთხვევით არ გავუკეთე! დიახ, თუ თქვენ iOS სისტემის მომხმარებელი ბრძანდებით, თქვენ არ გაქვთ ალტერნატივა! აქვე მინდა ავღნიშნო, რომ iPhone X გამოშვებულია 2017 წელის სექტემბერში, მაგრამ დღემდე აქტუალურია და ნებისმიერ კატეგორიაში კონკურენციას უწევს Android სისტემაზე წარმოდგენილ სმარტფონებს: კამერა, დიზაინი, პერფომანსი, განახლებები და უსაფრთხოება.

 

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შესაძლოა დაგაინტერესოთ!

Close
Close