მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

Bloomberg-ის ისტერიული სტატიების საპასუხოდ: Essential და Sony სმარტფონების ბაზრიდან არ გადიან, ორივე ბრენდი ბაზრის თამაშის წესების შეცვლაზე საუბრობს!

Bloomberg-ის კიდევ ერთი ისტერიული სტატია გამოცხვა, სადაც Essential-ის სმარტფონების ბაზრიდან გასვლაზე იყო დაწერილი, რომ თურმე Endy Rubin-ი ბიზნესის გაყიდვას აპირებდა და მალევე ვიხილეთ Rubin-ისგან საპასუხო პოსტი, სადაც ეწერა, რომ ბაზრიდან გასვლას კიარ აპირებენ, არამედ თავიანთი ახალი სმარტფონით ბაზარზე ახალ ტრენდს შექმნის და ბაზრის თამაშის წესებს შეცვლის.

მანამდე Bloomberg-ის საიტზე დაიწერა პოსტი, სადაც ნახსენები იყო Sony-ს სმარტფონების ბიზნესიდან გასვლა, რადგან Sony-ს 22 მაისის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე ნაკლებად საუბრობდნენ სმარტფონების ბიზნესზეო. გუშინ Sony-ს ოფიციალურ საიტზე ღონისძიების ჩანაწერი დაიდო, სადაც ძირითადათ 5G ტექნოლოგიის განვითარებაზე საუბრობდნენ და მთავარი აქცენტი სმარტფონი იყო. უფრო მეტიც, ახალმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 5G ტექნოლოგიის დანერგვასთან ერთად ახალ ინოვაციურ სიაახლეებს შემოგვთავაზებს, რაც ბაზარზე სრულიად ახალი იქნება და ეს იქნება ნამდვილი ტექნოლოგიური ინოვაცია. როგორც უკვე იცით, Sony საუბილეო სმარტფონის შექმნით არის დაკავებული, რომელიც 5G ტექნოლოგიასთან ერთად უჩარჩოო დიზაინი, 4K RGBW OLED ეკრანი და ორმაგი ინოვაციური კამერა ექნება.

Sony-მ 22 მაისს 3 წლის გეგმა წარმოგვიდგინა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ამ პერიოდში გაყიდვების რაოდენობიას გაზრდიან ევროპის ტერიტორიაზე.

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close