ბლოგიკვირისსიახლეებიტექსტური

Bose-ის უახლესი 199$-იანი AR სათვალე: Bose Frames

2018 წლის მარტში ახალი, გაძლიერებული ვირტუალური რეალობის (AR) პლატფორმის წარდგენისას კომპანია Bose-მა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში საკუთარი პროდუქტის კომერციულ ვარიანტს შემოგვთავაზებდა. და დადგა ეს დღეც, Bose Frames – ეს გახლავთ AR სათვალე, რომელსაც ჩაშენებული აქვს მიკროდინამიკები და მიკროფონები. აღნიშნული პროდუქტი აშშ-ში ხელმისაწვდომი იქნება იანვრისთვის, მისი ფასი კი 199$-ს შეადგენს. წინასწარი შეკვეთები დაიწყო გუშინ Bose-ის ოფიციალურ საიტზე: bose.com. სათვალე გლობალურად 2019 წლის გაზაფხულზე გაიყიდება, ხოლო Bose-ის AR აპლიკაციებს ასევე შემდეგ წელს ვიხილავთ.

Bose-ის თქმით სათვალით შეძლებთ მუსიკის მოსმენას, ზარების განხორციელებას, ვირტუალურ ასისტენტთან წვდომას და ა.შ. Bose Frames-ი იწონის 45 გრამს და ის ჩარჩოს ორი სხვადასხვა ვარიანტად იქნება წარმოდგენილი. აგრეთვე, სათვალეს მარჯვნივ აქვს მულტიფუნქციური ღილაკი ჩასართავად და დასაკავშირებლად. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ Bose Frames-ს საკმაოდ მაღალი ხარისხის ხმა აქვს.

რაც შეეხება ელემენტს, აქ საქმე არც ისე კარგადაა. Bose-ის თქმით სათვალე საშუალოდ 3.5 საათს ძლებს მუსიკის მოსმენის და 12 საათს – ლოდინის რეჟიმში. მის დამუხტვას კი 2 საათზე ნაკლები დრო სჭირდება. კომპლექტში კი დასამუხტი კაბელი, დამცავი ქეისი და საწმენდი მოყვება. სამწუხაროდ, Bose Frames-ში რეცეპტით გაცემული სამკურნალო შუშების ჩასმა შეუძლებელია. საბოლოო ჯამში, Bose-მა საინტერესო მოწყობილობა შემოგვთავაზა, ხოლო ჩვენ ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ 2019 წლის მარტს და შევიტყოთ უფრო მეტი აღნიშნულ AR სათვალეზე.

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close