კამერებიმთავარისიახლეები

Canon პირველ უსარკო კამერას აანონსებს

ქენონის ახალი ნაბიჯი ნიკონის ისტორიულ სამყაროში – კომპანიამ ახალი, უსარკო კამერა დაანონსა, 4 ლინზით და რამდენიმე ადაპტერით.
EOS R კამერა 30.3 მეგაპიქსელიანი CSMOS ით გვხდება მთლიან ფრეიმზე და ის DIGIC 8 პროცესორზე მუშობს, რაც აქამდეც შეგვხედრია ქენონის  ერთ-ერთ მოდელში – M50-ში. ახალ მოდელს აისოს საზღვრები ეზრდება და ის 100 დან 40000-მდეა. ხოლო მაქსიმალური სისწრაფე 1/80000 წამია, რაც, დამეთანხმებით, მართლაც შთამბეჭდავია. კამერას ქენონის კუთვნილი Dual Pixel AF ექნება, რაც წარმოუდგენელ შედეგს 5.655 ფოკუსის წერტილს აფიქსირებს, ასევე, 88%-ს ფარავს ვერტიკალურად, ხოლო ჰორიზონტალურად 100-ს.

ქენონმა კამერა მას შემდეგ ნაანონსა, რაც ნიკონმა გადაწყვიტა უსარკო ლინზების შემოტანა ბაზარზე. როგორც ჩანს, ორივე იაპონური გიგანტი ამ ტექნოლოგიას ბევრდად დიდი სერიოზულებით უყურებენ და ფიქრობენ მომავალი სწორედ ესაა, მაშინ, როცა იგივე ტექნოლოგია სონიმ და ფუჯიფილმა რამდენიმე წლის წინ დაიწუნა.

კამერა დაახლოებით ისე გამოიყურება, როგორც DSLR, მაგრამ აშკარაა ქენონმა უკუაგდო თავისი ტრადიციული დიზაინი და ეს რამდენიმე რამეში შეინიშნება. ყველაზე მეტად კი იმაში, რომ ლინზებს კომნტროლირებადი ბეჭედით აკონტროლებთ, როგორც დაახლოებას და ფოკუსს. ეს თქვენ გაძლევთ თქვენი ნებით მართოთ კამერის ნაწილები, როგორიცაა ლინზა. ასევე, მარცხენა მხარეს კონტროლის სხვა საშუალებებიცაა, რომლითაც სხვადასხვა ტიპის ოპერაციის შესრულეაბაა შესაძელებელი.

კამერის ლიზნებია – 24-105mm f/4 L, 50mm f/1.2mm L, 8-70mm f/2 L და 35mm f/1.8 მაკრო. ქენონი ასევე გეგმავს, რომ გამოუშვას სამი საკონტროლო ბეჭედი  EOS SLR ლინზებისთვის. ფასი 2,999 დოლარია, ხოლო ლინზით 3,999. გაყიდვაში ოქტომბერში ჩაეშვება, მაგრამ წინასწარ 12 სექტემბრიდან არის შესაძლებელი შეკვეთა.

 

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შესაძლოა დაგაინტერესოთ!

Close
Close