ტექსტურიფოტო გადაღების გაკვეთილი

DJI Inspire 2: საუკეთესო დრონი კინემატოგრაფიისათვის!

დღესდღეობით, ასე ვთქვათ, დრონების ეპოქამ გარკვეულ წილად ბევრი ვიდეო აპარატი ჩაანაცვლა. ასევე, სხვადასხვა სიუჟეტებისა თუ ფილმების სცენების გადაღებისას ვერტმფრენი შეცვალა დრონმა, რომლითაც გადაღება გაცილებით ნაკლებ თანხებთანაა დაკავშირებული და ბევრად მოსახერხებელია გარკვეულ ასპექტში. დრონები არსებობს სხვადასხვა ფორმის, ზომის და ერთმანეთისგან გასნხვავებული კონფიგურაციის, რომელიც მომხმარებლის ნება-სურვილზეა მორგებული.

დღეს ჩვენ გაგაცნობთ, დრონს, რომელიც საუკეთესოა თავის კლასში ფილმების გადასაღებად. ეს გახლავთ DJI Inspire 2-ი, რომელიც გვერდიდან, ერთი შეხედვით ვერტალიოტს მოგვაგონებს. განსაცვიფრებელია მისი მახასიათებლები: კონტროლირებადი ფრენის დიაპაზონი დაახლოებით 7 კილომეტრამდე აღწევს (6.92კმ); მაქსიმალურ სიჩქარეს 107კმ/სთ-ს ავითარებს; ფრენისას წინ დაბრკოლების თავიდან აცილების ფუნქცია გააჩნია, ასევე – სტაბილიზაცია და ავტოპილოტის მხარდაჭერა.

რაც შეეხება DJI Inspire 2-ის კამერას, ეს არის ამ დრონის ერთ-ერთი უძლიერესი მხარე. DJI-ის უახლესი Zenmuse X5S კამერა განკუთვნილია საჰაერო ფოტოგრაფიისა და კინემატოგრაფიისათვის. ის იღებს გაფართოებით 5.2K 30fps, ან 4K 60fps კადრი წამში. აღნიშნულ კამერას აქვს 20.4 მეგაპიქსელი, რომელსაც ISO-ს საკმაოდ ფართე დიაპაზონი აქვს, 100 – 25600.

DJI-ის მართვის სისტემა ასევე შეუდარებელია. განახლებული DJI Go-ს აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ სენსორულ ეკრანზე თქვენი თითებით სრულად აკონტროლოთ დრონი. გადაღების სისწრაფე, დიაფრაგმა, ISO-ს რეგულირება, ამ ყველაფრის მართვას შეძლებთ თითის ერთი დადებით, ხოლო ფოკუსის გასწორებას კი – ობიექტზე მინიშნებით. ეს ყველაფერი გაძლევთ იმის საშუალებას, რომ ყოველგვარი კინო ინდუსტრიაში გამოციდლებისა და პილოტის უნარჩვევების გარეშე, თითქმის პროფესიონალურ დონეზე გადაიღოთ სასურველი კადრები ან ვიდეოები. ხოლო ფასს რაც შეეხება, DJI Inspire 2-ი 2999$ დოლარი ღირს.

 

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close