ბლოგიტექსტური

Dolby Dimension: პირველი სამომხმარებლო ყურსასმენები Dolby-სგან

მოგეხსენებათ, რომ Dolby-ი გახლავთ ერთ-ერთი საუკეთესო კომპანია, რომელიც ხმის ხარისხის მაღალი დონის ტექნოლოგიას გვთავაზობს. რამდენიმე დღის წინ Dolby-მ პირველად წარმოადგინა სამომხმარებლო ყურსასმენები – Dolby Dimension-ი. კომპანიის უახლესი პროდუქტი ორიენტირებულია იმაზე, რომ ფაქტობრივად კინოთეატრის სიამოვნება თქვენი სახლის ტელევიზორებში განიცადოთ.

Dolby-ის უსადენო ყურსასმენებს აქტიური ხმის ჩამხშობი და ერთდროულად რვა Bluetooth დაკავშირების შესაძლებლობა გააჩნია. ეს ნიშნავს იმას, რომ ერთბაშად თქვენ შეძლებთ ყურსასმენი დაუკავშიროთ ტელეფონს, პლანშეტს, ტელევიზორს, კომპიუტერს და სხვა მოწყობილობებს. Dolby-ის Cinematic Sound-ი თავის მოტრიალების შემთხვევაში, ყურსასმენებში ხმას ისევ თქვენს წინ ინარჩუნებს.

Dolby Dimension-ი გახლავთ საუკეთესო, გასაოცარი ხმის ხარისხის მქონე სახლის კონოთეატრისთვის განკუთვნილი ყურსასმენები. მაგარმ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი ჩაანაცვლებს ბაზარზე არსებულ ისეთი ბრენდების ყურსასმენებს, როგორებიცაა Sony ან Bose. კომპანიის თქმით, Dimension-ი ერთი დამუხტვით 10 საათს ძლებს. მხარდაჭერა აქვს Quick Charge რეჟიმის, რომელიც 15-20 წუთიანი დამუხტვისას 2 საათიანი მუსიკის (პირობითად) მოსმენას უზრუნველყოფს.

Dolby Dimension-ი იწონის 330 გრამს. მასში გამოყენებულია Snapdragon Quad-Core Arm Processor-ი აუდიო დამუშავებისთვის, aptX მხარდაჭერით და აქვს 20-დან 20000 ჰერცამდე სიხშირე. კომპანიის უახლესი პროდუქტის ფასი კი 599 აშშ დოლარია.

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შესაძლოა დაგაინტერესოთ!

Close
Close