ბლოგისიახლეებიტექსტური

Emoji8: სახის მიმიკების ამომცნობი ახალი აპლიკაცია Microsoft-ისგან

Microsoft-მა წარადგინა Windows აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს შემდეგს: კამერაში მათ მიერ ე.წ. ემოჯის იმიტირებისას, ალგორითმმა (უფრო ზუსტად Windows Machine Learning ) თითონ აღიქვას სახის ემოცია და შეუსაბამოს ფოტოს.

აღნიშნული აპლიკაცია, სახელწოდებით Emoji8 თქვენ გაბარებთ ანგარიშს, თუ რამდენად მიამსგავსეთ თქვენი სახის ემოცია კონკრეტულ ემოჯის (სიცილაკს). ერთი სიტყვით, Windows აპლიკაცია აფიქსირებს თქვენს მიმიკებს, რომელსაც კომპიუტერის კამერით გადაღებულ ვიდეოებიდან აანალიზებს. ხოლო შემდგომ სიზუსტის პროცენტულობას გაჩვენებთ.

ცოტა უცნაურია ის ფაქტი, რომ აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ შექმნათ თქვენი სახის გამომხატველი Gif-ი, რათა გააზიაროთ Twitter-ზე. უცნაურია ისიც, რომ ალგორითმმა თქვენი სახის გამომეტყველება 90%-ით დაამთხვიოს, სიტყვაზე, მომტირალ ემოჯის. Emoji8 ხელმისაწვდომია Microsoft Store-ში და მისი გადმოწერა უფასოდაა შესაძლებელი.

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close