TOPბლოგიკვირისმთავარიმობილური მოწყობილობებისთვისსიახლეებიტექსტური

Essential-მა გაუქმებული Newton იმეილ აპლიკაცია შეიძინა

TechCrunch-ის ინფორმაციით, შედარებით ახლად დაარსებულმა კომპანია Essential-მა ახალი სმარტფონის გამოშვების ნაცვლად, შეიძინა CloudMagic-ი, Newton იმეილ აპლიკაცია, რომელიც წელს გაუქმდა. შეგახსენებთ, რომ Essential-ი ანდროიდ ოპერაციული სისტემის დამფუძნებელმა დაარსა და 2017 წელს თავისი პირველი ანდროიდ სმარტფონი შემოგვთავაზა – PH-1.

ეს ფაქტი ცოტათი უცნაურად ჟღერს და იმეილ აპლიკაციის შესყიდვის მიზეზიც გაურკვეველია. შეგახსენებთ, რომ ამავე წლის სექტემბერში Newton Mail-ი ოფიციალურად დაიხურა. ამასთანავე, უცნობია თუ რა თანხად შეიძინა Essential-მა CloudMagic-ი.

ერთი სიტყვით, Essential-ს მხოლოდ ერთი ტელეფონი აქვს გამოშვებული, რომლის გაყიდვებმაც ვერ გაამართლა. როგორც ჩანს, კომპანია შესაძლოა დანებდა და აღარ აპირებს Essential Phone-ის განახლებული ვარიანტის წარდგენას. აქვე აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ ოქტომბერში Bloomberg-ის ცნობით კომპანია ამზადებდა „AI ტელეფონს“. თუმცა დღესდღეობით მაინც უცნობია Essential-ის სამომავლო გეგმები სმარტფონის გამოშვებასთან დაკავშირებით.

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close