მთავარირენდერები

Essential Phone 2-ის ფოტო რენდერები ბექა ცინცაძისგან და ტექნიკური მახასიათებლები

კომპანია Essential არის ამერიკული ტექნოლოგიური ბრენდი, რომელიც შეიქმნა 2015 წლის 9 ნოემბერს “ენდი რუბინის” Android ოპერაციული სისტემის დამფუძნებლის მიერ. Essential-ის პირველი სმარტფონი 2017 წელს გამოჩნდა ბაზარზე და ახალი ეკრანში შეჭრილი კამერის ტრენდიც წამოიწყო. პირველივე წელს საკმაოდ პოპულარულობა მოიპოვა და დღეს ის ერთ-ერთი სასურველი ბრენდია სმარტფონების სამყაროში, რომელსაც მოუთმენლად ველოდებით.

ენდი რუბინმა თავის Twitter-ის ბლოგზე ახალი საპატენტო ფაილი გვიჩვენა, სადაც ნაჩვენებია ახალი ფლაგმანური სმარტფონის დიზაინი! Essential-ის მეორე თაობის სმარტფონში წინა პანელზე სრულიად ეკრანი იქნება განთავსებული, ხოლო წინა კამერა ამოსაწევი დიზაინით იქნება Vivo Apex-ის მსგავსად. თითის ანაბეჭდის ბიომეტრიულ სკანერს ვიხილავთ ეკრანში ჩაშენებულს, ხოლო სენსორებს ეკრანში დამალულს.

Essential Phone 2-ის მახასიათებლებში ასევე იქნება ორმაგი კამერა(აქ უნდა ველოდოთ დიდი განახლებას, რადგან პირველ სმარტფონში ერთადერთი პრობლემები კამერაზე შეინიშნებოდა, რომელიც განახლებით გაასწორეს), Snapdragon 845-ის ჩიფსეტი, Android-ის უახლესი ვერსია(სავარაუდოთ Android P), გაიზრდება ოპერატიული მეხსიერების მოცულობა, შესანახი მეხსიერების მოცულობა მინიმუმ 128 გიგაბაიტიანი იქნება(თუ გავითვალისწინებთ პირველ მოდერს, სადაც ერთადერთ 128 გიგაბაიტიან ვერსიას ვხდებით), გაუმჯობესდება წყალ და მტვერ გამძლეობის სერთიფიკატი(პირველ სმარტფონში გვხდებოდა IP53 სერთიფიკატი წყალგამძლეობისთვის), ასევე უნდა ველოდოთ განსხვავებულ ინოვაციურ სიახლეებსაც და სხვა ბრენდების მსგავს ფლაგმანურ სიახლეებსაც.

ენდი რუბინის მიერ გავრცელებული საპატენტო ფაილის მიხედვით ბექა ცინცაძემ ექსკლუზიურად AndroidOS.Ge-თვის დაამზადა ფოტო რენდერები, სადაც ნაჩვენებია Essential Phone 2-ის დიზაინი ვიზუალურად და შეგვიძლია შევიქმნათ წარმოდგენა თუ როგორი იქნება ის.

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close