სიახლეებიტექსტური

Evolve Bamboo GTX: განახლებული ელექტრო სქეითბორდი 1779$-ად!

ბოლო პერიოდში, ძალზე აქტუალური გახდა ელექტრო სქეითბორდების წარმოება. Evolve Skateboards-ი გახლავთ ერთ-ერთი მოწინავე კომპანია, რომელიც ამ საქმიანობითაა დაკავებული. ხოლო, ახლახანს წარგვიდგინეს Bamboo GTX-ის განახლებული ვარიანტი.

Bamboo GTX-ი და მისი დისტანციური პულტი ერთმანეთთან ცოტა უცნაურად გამოიყურება. ერთის მხრივ, სქეითბორდის ანაწყობის ხარისხი მაღალ დონეზეა შესრულებული, თავისი პატარა ბორბლებითა და მოსახერხებელი ბამბუკის დაფით. თუმცა, ამას ვერ ვიტყვით მის დისტანციურ პულტზე, რომელიც უფრო სათამაშოს გავს, ვიდრე ძვირიანი ნივთის კურსორს. გავითვალისწინოთ, რომ აღნიშნული ელექტრო სქეითბორდი საკმაოდ ძვირი, 1779$ ღირს.

Evolve Bamboo GTX-ის დისტანციურ პულტს ღარიბი სამომხმარებლო ინტერფეისი აქვს. პრინციპში, მხოლოდ პულტისა და სქეითბორდის ელემენტის ხანგრძლივობას აჩვენებს და სიჩქარეს. მას არ აქვს ეკრანი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. შესაბამისად, მხოლოდ ნათების ინდიკატორს ვხვდებით, რომელიც გამოსცემს ხმებს. პულტს აქვს აჩქარების სასხლეტი, დამუხრუჭების დონეები, ასევე მგზავრობის სხვადასხვა რეჟიმის ორი კნოპკა. საბოლოო ჯამში, მისი დიდი ზომის გამო ხელში დაჭერა არის არაკომპორტული და მოუხერხებელი.

მიუხედავად ამისა, თითონ Bamboo GTX-ი საკმაოდ კომფორტულია. ის ავითარებს დაახლოებით 42 კმ/სთ სიჩქარეს. სქეითბორდის ქვაფენილზე გამოყენება ყოველგვარი არასტაბილურობის გარეშეა შესაძლებელი. ამასთანავე, მას აქვს რეგენერაციული დამუხრუჭების სისტემა, რომლის დროსაც უზრუნველყოფს ელემენტების დამუხტვას. თუმცა, უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მუხრუჭის გამოყენებისას თავს იმდენად დაცულად ვერ იგრძნობთ, იმის შიშით რომ არ გადმოვარდეთ, რაც სქეითბორდის მინუსად შეიძლება ჩაითვალოს.

 

Bamboo GTX-ი ერთი დამუხტვით 50კმ-ს გადის, თუმცა რეალურად შეიძლება უფრო ნაკლებიც კი გაგატაროთ. როგორც აღვნიშნე, მგზავრობის სხვადასხვა რეჟიმი აქვს, ესენია: Safety, Eco, Fast, და GT. საბოლოო ჯამში, Evolve Bamboo GTX-ი არ არის უკეთესი სხვა ელექტრო სქეითბორდებთან შედარებით, თუმცა თუ თქვენ გსურთ სწრაფად სიარული მაშინ ძალიან კარგი და ოპტიმალური ვარიანტია. არ დაგავიწყდეთ ის ფაქტი, რომ მისი ფასი საკმაოდ მაღალია და მის შეძენას 1779$-ად შეძლებთ.

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close