ბიზნესიბლოგისიახლეებიტექსტურიწლის

Ford-ის უპილოტო ავტომობილები საკვების მიტანის სერვისით!

Ford-მა, Walmart-თან და Postmates-თან თანამშრომლობით, გადაწყვიტა შექმნას სურსათის მიტანის სერვისი უპილოტო ავტომობილების საშუალებით. მოგეხსენებათ, 2018 წლის დასაწყისიდან მოყოლებული კომპანია მაიამიში თვითმავალ ავტომობილებს ტესტავს. Ford-მა განაცხადა, რომ ექსპერიმენტს სხვადასხვა ტიპის მანქანებზე ჩაატარებს, მათ შორის ისეთი მოდიფიკაციით იქნება აღჭურვილი, რომ სურსათის მიტანის პერიოდში მალფუჭებადი საკვები არ გაფუჭდეს და არ დაკარგოს სასარგებლო თვისებები.

კომპანიის ახალი ინიციატივა ასევე გულისხმობს ერთი მარშრუტის გაკეთებისას, რამდენიმე ლოკაციაზე საკვების მიწოდებას უპილოტო მინივენით. შეგახსენებთ, რომ Ford-ი არაა ერთადერთი კომპანია, რომელიც ფიქრობს მომგებიანი მიწოდების სერვისის დანერგვას ავტონომიური ავტომობილებით. ესენია „სტარტაპ“ (დამწყები) კომპანიები, როგორებიცაა Udelv-ი და AutoX-ი, ასევე 2016 წელს შექმნილი Nuro.

ამჟამად, როგორც ზემოთ აღვნიშნე, მაიამიში ავტო მწარმოებელი კომპანიის მიერ უპილოტო ავტომობილები ტესტირებას გადიან. მანქანები მთელი ქალაქის მასშტაბით ავტონომიურ რეჟიმში ქალაქის რუკის მონაცემებს აგროვებენ სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის დახმარებით. მეტი უსაფრთხოებისთვის, Ford-ის ყველა ავტონომიურ ავტომობილში მძღოლი ზის. კომპანია მუშაობს ავტომობილზე, რომელსაც არ ექნება ტრადიციული პედლები და საჭე. ხოლო Ford-ი მის წარდგენას 2021 წლისთვის გეგმავს.

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close