ბლოგისიახლეებიტექსტური

Fossil Sport: თანამედროვე, მოდური და ხელმისაწვდომი Smart Watch-ი

ჭკვიანი საათები კიდევ უფრო დიდი პოპულარულობით სარგებლობს მთელს მსოფლიოში. შეიქმნა უამრავი ბრენდის საათი, რომლებიც წარმატებით იყიდება ბაზარზე. დღევანდელ რეალობაში რთულია გამოუშვა Smart Watch-ი, რომელიც კონკურენციას გაუწევს Google-ის Watch OS პროგრამულ უზრუნველყოფას ანდა Apple-ის პროდუქტს.

აქამდე არსებობდა ერთი ჭკვიანი საათი, რომელიც Qualcomm-ის Snapdragon 3100 სერიის ჩიპით იყო აღჭურვილი. ეს გახლდათ საკმაოდ ძვირი მოწყობილობა, Montblanc Summit 2-ი, რომლის ფასიც 1000$-ს აღწევდა. ახლა ასეთი მოწყობილობა ორია, მისი სახელწოდებაა Fossil Sport-ი, რომელიც შეიძლება წამყვანი ბრენდების საათების ალტერნატივად ჩაითვალოს. მისი ფასია 255$-ი და ის იაფია Samsung-ის Galaxy Watch-ზე.

თუ გადავხედავთ Fossil-ის წინა მოდელებს, ტრადიციული, სოლიდური სტილის ნაცვლად ახალი Sport-ი უფრო მოდური დიზაინით გამოირჩევა. Fossil Sport-ს ჩაშენებული აქვს GPS-ი, გულის რიტმის სენსორი და NFC ჩიპი ტრანზაქციებისთვის, რომლის განხორციელებასაც მაჯიდანვე შეძლებთ.

Fossil-ის უახლესი ჭკვიანი საათი წყალგამძლეცაა და საკმაოდ კარგი ელემენტი აქვს, რომელიც 24 საათზე მეტ ხანს ძლებს. ეს მაჩვენებელი სწორედ ენერგო ეფექტური Snapdragon Wear 3100 SoC-ის დამსახურებაა. ამასთანავე, მოწყობილობა დამატებითი ორი დღეც იმუშავებს ენერგო დამზოგავი რეჟიმის გააქტიურების შემთხვევაში. Fossil Sport-ი ხელმისაწვდომი იქნება შემდეგ ფერებში: ნაცრისფერი, წითელი, მკრთალი მოვარდისფრო, ღია ლურჯი, ნეონი და შავი. ასევე ჭკვიანი საათი ორი ზომის ვარიანტად გაიყიდება, 18 და 22მმ-იანი.

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close