მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

მოიცადე, არ შეიძინო ახალი სმარტფონი, დაელოდე ინოვაციურ და რადიკალურ ცვლილებებს: ყველა საიდუმლო ერთ სტატიაში!

სმარტფონების მოყვარულთა საზოგადოებაში უცნაური ტენდეცია დამკვიდრდა და ახალ მოდელს გაყიდვაში ჩაშვების შემდეგ კიარა წინასწარ შეკვეთით ყიდულობენ, ჯერ კიდევ რომ არ მოუსინჯავთ როგორია და მაინც ყიდულობენ! წლიდან წლამდე ჩვენ ფლაგმანურ თუ სხვა კატეგორიის სმარტფონებში ჩვენ ვხდებით მინიმალურ ცვლილებებს, მაგრამ ახლა ამ სტატიაში გთავაზობთ სმარტფონებს ბრენდების მიხედვით, რომელშიც რადიკალურ და ინოვაციური ცვლილებები გელით.

Samsung

ალბათ ძნელი შესამჩნევი არ იყო, რომ Galaxy S8-ის შემდეგ თითქმის არანაირი სიახლეა Galaxy S9-ში, მინიმალური გაუმჯობესებები შეუმჩნეველია ერთი შეხედვით და შთაბეჭდილება რჩება, რომ თქვენ ახალი სმარტფონის მფლობელი არ ხართ! მაგრამ, თქვენ ხომ მაღალ თანხას იმისთვის იხდით, რომ განსხვავებული თქვენც იგრძნოთ და საზოგადოებაშიც გამოჩნდეს ეს განსხვავებები. საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ Samsung-ი “S” სერიის ცვლილებას აპირებს, საუბარია “Z” ან “X” სერიით ჩანაცვლებაზე, რომელსაც წინა პანელზე სრულიად ეკრანი ექნება, ხოლო წინა კამერები და სენსორები “დამალულად”, გარდა ამისა, მასში ვიხილავთ მთელ რიგ ინოვაციურ სიახლეებს, თუმცა რა თქმა უნდა ჯერ ეს სიახლეები არ არის ცნობილი. სამწუხაროდ მოცდა 2019 წლის თებერვლამდე მოგიწევთ, მაგრამ მოცდას გირჩევთ, რადგან არც Galaxy S9-ში გვხდება რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება და არც Galaxy Note 9-ში უნდა ველოდოთ.

Google

ბევრმა ჯერ კიდევ არ იცის, რომ Google-ი არის Android ოპერაციული სისტემის შემქნელი და მფლობელი ბრენდი, რომელიც თავადაც უშვებს “PIXEL” სერიის ფლაგმანურ სმარტფონებს, წელს კი მესამე თაობასაც ვიხილავთ. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც PIXEL სმარტფონებს გამოარჩევს სხვებისგან არის ყველაზე სტაბილური, ყველაზე უსაფრთხო და ყველაზე სწრაფად განახლებადი სამომხმარებლო სისტემა ზედმეტი მოდიფიკაციების გარეშე! Google-ს ასევე აქვს საუკეთესო HDR+ კამერის ალგორითმი, რომელიც ნამდვილი ცოცხალი ლეგენდაა. ბოლო თაობის ფლაგმანურ სმარტფონში პრობლემა ჰქონდა ეკრანის გამოსახულებასა და კორპუსის ანაწყობში, რის გამოსწორებას უნდა ველოდოთ Pixel 3-ში. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ადრე Google-ს უწევდა სხვა ბრენდის ქარხანაში ეწარმოებინა თავისი სმარტფონი, ახლა კი თავისი აქვს, შესაბამისად ხარისხის კონტროლიც ბევრად უკეთესი იქნება და ჩვენ მივიღებთ იდეალურ სმარტფონს თუ ეს ყველაფერი გამართლდა.

SONY

ცოტა უცნაურად გეჩვენებათ ალბათ, რომ Sony არის ბრენდი, რომელიც თავის პოტენციალს ბოლომდე არ იყენებს! თუმცა, რომელი ბრენდი იყენებს ბოლომდე პოტენციალს? მაგრამ, Sony-ს ნამდვილად მეტი შეუძლია! გასული წლის IFA-ს ღონისძიებაზე და წელს CES ღონისძიბეაზე Sony-მ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე არცერთ ბრენდ ეკონკურენტებიან და უბრალოდ ახალ ტექნოლოგიებს გვაცნობენ თავიანთ სმარტფონში, გარდა ამისა, თავიანთი დიზიანი განსხვავებულად მიაჩნიათ(როგორც მე) და ფიქრობენ, რომ მათ ჰყავთ განსხვავებული ხასიათის მომხმარებლები, რომლებიც ინდივიდუალიზმს ანიჭებენ უპირატესობს, ხოლო თავიანთი სმარტფონი არ ჰგავს სხვებს და კომენტარიც დაურთეს, რომ ყველა სხვა დანარჩენი ბრენდის სმარტფონები ერთმანეთს ჰგავს. Sony-ს ბოლო ფლაგმანური სმარტფონი მთელი რიგი ინოვაციური მახასიათებლებით გამოირჩევა, 4K HDR ეკრანი(მსგავსი მახასიათებლები სხვას არააქვს) და ახალი ორმაგი კამერის სისტემა AUBE პროცესორით და ულტრა მგრძნობია დიდი ზომის პიქსელების მქონე სენსორით. თუმცა Sony-ს არანაირი მარკეტინგული გეგმა აქვს და თითქოს ეს ბოლო ფლაგმანიც ისე უბრალოდ გამოუშვეს, საჩვენებლად! არც მიმოხივები არის, არც ღონისძიება ყოფილა ლაივ რეჟიმში და გაყიდვაშიც როდის ჩაეშვება გაურკვეველია. თუმცა Sony-მ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ემზადებიან დიდი სიახლისთვის, რაც სმარტფონების ინდუსტრიას ახალ “პარადიგმის” ცვლაში გადაიყვანს და მას კიდევ ერთხელ აქცევს კონკურენტ ბრენდად სმარტფონების სამყაროში! ახალი პროექტის სახელია “MIRAI”, რაც მომავალს ნიშნავს ქართულ ენაზე და შესაბამისადაც უნდა ველოდოთ მომავლის ტექნოლოგიებს, თუმცა კონკურეტულად არ ვიცით რას და როდის. ინტერვიუში ასევე აღნიშნეს, რომ 2018 წელსვე ვიხილავდით 4K OLED ეკრანის მქონე სმარტფონსაც, რომელიც ჯერ არ გვინახავს, მაგრამ ჩემი რჩევა იქნება დაედლოდოთ MIRAI-ს.

NOKIA

ეს ლეგენდარული ბრენდი დიდი ბრწყინვალებით დაბრუნდა სმარტფონების მაზარზე, მას შემდეგ, რაც Microsoft-მა თითქმის ბოლომდე შეულახა რეპუტაცია, თუმცა აღმსდგარ Nokia-ს მიძინებული ფანების დიდი არმიის გამოღვიძება მოჰყვა, რამაც პირველივე წელს მოუტანა წარმატება ბრენდს. წელს კი Nokia სუპერ სიახლეს გვპირდება, ფლაგმანურ სმარტფონს ყველაზე მძლავრი კამერით. ჩვენ ასევე ვიცით Nokia-ს ბოლო საპატენტო ფაილი, სადაც ახალ სმარტფონს 5 მთავარი კამერა აქვს, თუმცა ინსაიდერები გვპირდება, რომ ახალ კამერაფონში იმაზე მეტი “WOW” ფაქტორი იქნება ვიდრე იყო “808 Purview”-ს გამოსვლის დროს და ალბათ ყველას გახსოვთ ეს ლეგენდარული კამერაფონი გიგანტური 1/1.2 დიუის ზომის 41 მეგაპიქსელიანი სენსორით და ZEISS ლინზებით. დიახ, Nokia ნამდვილად დაბრუნდა და დიახ, ის ძველებურად საუკეთესო ხარისხთან ასოცირდება, ამჯერად Google-თან მჭიდრო პარტნიორობით და AndroidOne პროგრამით.

Huawei

ამ ბრენდმა მრავალჯერ დაამტკიცა, რომ ღირსეული და მსოფლიო დონის ბრენდია, მიუხედავად იმისა, რომ ჩინური წარმომავლობისაა. ამჯერად კი საუკეთესო კამერაფონიც P20 Pro შემოგვთავაზა, რომელსაც 2018 წლის რეალობაში ყველაზე დიდი სენსორის მქონე 1/1.73 დიუმის ზომის 40 მეგაპიქსელიანი კამერა აქვს LEICA-ს ლინზებით და პროფესიონალმა ფოტოგრაფებმაც საუკეთესო კამერაფონად დაასახელეს. თუმცა, ყველაფერს აქვს მეორე მხარე! P20 Pro-ში ეკრანში შეჭრილი წინა კამერა და ფიზიკური ღილაკი თითქოს 2018 წლის მახასიათებლებს არ ჰგავს და არც მის ინდივიდუალიზმს უსვამს ხაზს, უფრო მეტიც, ხშირ შემთხვევაში შესაძლოა სხვა ბრენდის მოდელში შეეშალოს რომელიმე თქვენს მეგობარს. მაგრამ, დიზაინის განხილვა გვერდზე გადავდოთ და მთავარ სიახლეს შევეხოთ. P20 Pro-ში წინა წლის 10 ნანომეტრიანი არქიტექტურის მქონე Kirin 970-ის ჩიფსეტი გვხდება, რომელიც დღემდე აქტუალურია, მაგრამ Kirin 980 უკვე მზადდება 7 ნანომეტრიანი არქიტექტურით და მძლავრი ტექნიკური მახასიათებლებით, რაც შესაძლოა უკონკურენტოც აღმოჩნდეს ამ წლის ჩიფსეტებს შორის, რადგან სხვა ჩიფსეტებს წელს ვეღარ ვიხილავთ Android სისტემაზე მომუშავე სმარტფონებში 7 ნანომეტრიანი არქიტექტურით. Kirin 980 წარმოდგენილი იქნება Mate 20-ში, რა თქმა უნდა სამმაგ კამერის სისტემასთან ერთად, რაც მას ბევრად სასურველს ხდის ვიდრე P20 Pro არის.

Apple

თუ თქვენ iOS მომხმარებელი ბრძანდებით და უარს ამბობთ Android სისტემაზე, შეგიძლიათ არაფერს ელოდოთ, რადგან უნივერსალური მოდელი iPhone X უკვე ვიხილეთ და Apple-ს დიზაინს მრავალწლიანი გამოყენების ტრადიცია აქვს.

სხვა

 

საინტერესო სიახლეებს ასევე გვპირდება Essential და OnePlus, თუმცა ეს ორი ბრენდი გათვლილია ხელმისაწვდომ ფლაგმანურ მოდელებზე, ამ ეტაპზე მაიცნ! შესაბამისად რაიმე რადიკალურ და ინოვაციურ სიახლეებს არ უნდა ველოდოთ.

ნოდარ სიხარულიძე

ჩემთვის მნიშვნელოვანია მკითხველს მივაწოდო ობიექტური ინფორმაცია და შევთავაზო საუკეთესო კონტენტი. ვცდილობ მაქსიმალურად სწრაფად და ხარისხიანად მოგაწოდოთ ინფორმაციები ტექნოლოგიური სამყაროდან და ამ მოტივაციის ყველაზე დიდი მიზეზი ისევ მკითხველის დიდი ინტერესია!

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close