TOPკვირისმთავარი

Galaxy J6 და J8 ოფიციალურად გამოვიდა: დახვეწილი ბიუჯეტური სმარტფონები Samsung-ისგან

მოგეხსენებათ Samsung-ი რამდენიმე წელია ლიდერ პოზიციას ინარჩუნებს სმარტფონების ბაზარზე გაყიდვების რაოდენობით, რაც ფლაგმანურ სმარტფონებთან ერთად ბიუეტური სმარტფონების დამსახურებაც არის.

Samsung-მა “J” სერიის სმარტფნების კიდევ ორი საინტერესო მოდელი J6 და J8 შემოგვთავაზა, რომელიც საკმაოდ საინტერესო სმარტფონების შთაბეჭდილებას ტოვებს.

დიზაინი

Galaxy J6 და J8  წარმოდგენილია პოლიკარბონატის უკანა პანელით, თითის ანაბეჭდის ბიომეტრიულმა სკანერმა ადგილი შეიცვალა და მან ახლა უკვე კამერის ქვემოთ გადაინაცვლა. რაც შეეხება წინა პანელს,აქ  ვხვდებით 18.5:9 ეკრანს 720 x 1480 გაფართოებით. ასევე, არსად წასულა ყურსასმენის 3.5 მილიმეტრიანი აუდიო ე.წ. ჯეკი.

ტექნიკური მახასიათებლები

Samsung Galaxy J8

  • ეკრანი – 6.0 ინჩიანი HD რეზოლუციისა და 18:9.5 ფორმატის AMOLED ტიპის ტექნოლოგია
  • პროცესორი – Snapdragon 450
  • ოპერაციული სისტემა – Android 8.0 (Samsung Experience 9.0-ით)
  • მთავარი კამერა –  ორმაგი 16+5 მეგაპიქსელიან, F1.7 /F1.9 დიაფრაგმიანი ლინზებით
  • წინა კამერა– 16 მეგაპიქსელიანი, F1.9 დიაფრაგმიანი ლინზებით (LED ნათება)
  • შიდა მეხსიერება – 64 გიგაბაიტი
  • ოპერატიული მეხსიერება – 4 გიგაბაიტი
  • ბატარია – 3500 მილიამპერი საათში

Samsung Galaxy J6

  • ეკრანი – 5.6 ინჩიანი HD რეზოლუციისა და 18:9.5 ფორმატის AMOLED ტიპის ტექნოლოგია
  • პროცესორი – Exynos 7870 Octa
  • ოპერაციული სისტემა – Android 8.0 (Samsung Experience 9.0-ით)
  • მთავარი კამერა – ორმაგი 13 მეგაპიქსელიანი, F1.9 დიაფრაგმიანი ლინზებით
  • წინა კამერა – 8 მეგაპიქსელიანი, F1.9 დიაფრაგმიანი ლინზებით (LED ნათება)
  • შიდა მეხსიერება– 64 გიგაბაიტიანი  ან 32 გიგაბაიტიანი
  • ოპერატიული მეხსიერება – 4 გიგაბაიტიანი ან 3 გიგაბაიტიანი
  • ბატარია – 3000 მილიამპერი საათში.

მათი გაყიდვა ჯერ-ჯერობით იგეგმება ინდოეთის ბაზრისთვით, ფასები კი ასეთია: Galaxy J8 (250 ევრო ), Galaxy J6 (180 ევრო).

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close