მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

Galaxy Note 9 საუკეთესო ეკრანის მქონე სმარტფონად აღიარეს!

ფლაგმანურ სმარტფონებში ხარისხიანი ეკრანების არსებობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც არის კარგი ხარისხის კამერა და მძლავრი ბატარიის არსებობა, თუმცა ბრენდების უმრავლესობამ ჯერ კიდევ ვერ დახვეწა ფლაგმანურ სმარტფონში ეკრანის ხარისხი ან კიდევ ფულს ზოგავენ, რათა ბაზარზე არსებული კონკურენციის გათვალისწინებით უფრო ხელმისაწვდომ ფასად შესთავაზონ მომხმარებელს სმარტფონი და ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის მარკეტინგული ეს ხრიკი შეუმჩნეველია მძლავრი ჩიფსეტის არსებობის ფონზე, თუმცა ჩვენ მუდამ მზად ვართ კრიტიკულად განვიხილოთ სმარტფონები და მომხმარებლებს გავაცნოთ რეალური სურათი, თუ რატომ გვთავაზობს “A” ტიპის ბრენდებისგან(Samsung, Apple, Sony) განსხვავებით “B” ტიპის ბრენდები(Xiaomi, OnePlus, Huawei) უფრო ხელმისაწვდომ ფასად სმარტფონებს.

Samsung-ი ყოველ ახალ ფლაგმანურ სმარტფონში ეკრანის ხარისხს აუმჯობესებს, შესაბამისად გასაკვირი არ არის, რომ პროფესიონალებისგან შემდგარმა გუნდმა DisplayMate-ზე საუკეთესო ეკრანის სმარტფონად Galaxy Note 9 დაასახელეს. DisplayMate-ის თქმით Galaxy Note 9-ის ეკრანი მაღალ შეფასებებს იმსახურებს ზუსტი ფერების აღქმაში(დააფიქსირეს რეკორდულად მაღალი სიზუსტით ფერების აღქმა), ფერების ყველაზე მაღალი ინტენსივობით, საუკეთესო სიკაშკაშის მაჩვენებლით და ხედვის კუთხით, ყველაზე მაღალი კონტრასტით, უახლესი რეფლესის მაჩვენებლით(4.4%) და თეთრი ფერის ზუსტი აღქმით.

DisplayMate-მა ასევე აღნიშნა, რომ Galaxy Note 9 მსოფლიოში ყველაზე ინოვაციური და მაღალი ხარისხის სმარტფონია, რაც კი ჰქონიათ ლაბორატორიაში!

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close