მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

Galaxy Note 9-ს 4000 მილიამპერიანი ბატარეა ექნება

Samsung-ის ინსაიდერმა Ice universe-მა თავის Twitter-ზე დაწერა, რომ Galaxy Note 9-ს 4000 მილიამპერიანი ბატარეა ექნება და ეს ინფორმაცია 100%-ით ზუსტია.

როგორც უკვე იცით, Galaxy Note 9-ის დიზიანი Note 8-სთან შედარებით არ შეცვლილა, თუ არ ჩავთვლით თითის ანაბეჭდიოს ბიომეტრიული სკანერის კამერების ქვემოთ ჩამოტანას, რაც მას უფრო პრაქტიკულს ხდის. სხვა ტექნიკური მახასიათებლებით Note 9 მსგავსი იქნება Galaxy S9 Plus-ის: 6.3 დიუმიანი QHD რეზოლუციის ეკრანი, 6 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება, Exynos 9810-ის ჩიფსეტი და ორმაგი 12 მეგაპიქსელიანი კამერის სისტემა.

Note 9 გაყიდვაში 2 ან 9 აგვისტოს ჩაეშვება, შესაბამისად მისი ანონსის თარიღი უფრო ადრე იქნება და სავარაუდოთ მას ივლისის თვეში ვიხილავთ.

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close