მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

Galaxy S10+ და Galaxy A9 (2019): სმარტფონები 3 მთავარი კამერით!

10 წლის იუბილესთან დაკავშირებით Samsung-ი სპეციალურ  “S” სერიის ფლაგმანურ სმარტფონს ამზადებს, რომელიც ჩვეულებრივ ვერსიებთან განსხვავებით რამდენიმე ინოვაციური ტექნიკური მახასიათებლებით იქნება წარმოდგენილი. მათ შორის აღსაღნიშნავია 3 მთავარი კამერის სისტემა, საიდანაც ერთი 16 მეგაპიქსელიანი იქნება მთავარი, 12 მეგაპიქსელიანი ტელეფოტო ლინზით და 13 მეგაპიქსელიანი ფართო ხედვის კუთხის ლინზებით.

გარდა ფლაგმანური მოდელისა, Samsung-ი ასევე წარმოგვიდგენს საშუალო კლასის მოდელს Galaxy A9 (2019)-ს, რომელსაც ასევე ექნება 3 მთავარი კამერის სისტემა, სადანაც ერთი მთავარი კამერა იქნება 32 მეგაპიქსელიანი სენსორი, 8 მეგაპიქსელიანი ფართო ხედვის კუთხის ლინზებით და 5 მეგაპიქსელიანი ტელეფოტო ლინზების მქონე სენსორი.

აღნინული სმარტფონები 2019 წლის თებერვალში MWC ღონისძიებაზე გამოჩნდება დღის სინათლეზე.

თეგები

ნოდარ სიხარულიძე

ჩემთვის მნიშვნელოვანია მკითხველს მივაწოდო ობიექტური ინფორმაცია და შევთავაზო საუკეთესო კონტენტი. ვცდილობ მაქსიმალურად სწრაფად და ხარისხიანად მოგაწოდოთ ინფორმაციები ტექნოლოგიური სამყაროდან და ამ მოტივაციის ყველაზე დიდი მიზეზი ისევ მკითხველის დიდი ინტერესია!

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close