მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

Galaxy S10-ის სამი ვერსია და ინოვაციური კამერაფონი

ინსაიდერის ცნობით Samsung-ი Galaxy S10-ის სამ ვარიანტს გამოუშვებს! ჩვეულებრივ მოდელს 5.8 დიუმიანი ეკრანი ექნება Edge დიზაინის გარეშე და ერთი მთავარი კამერა, ამავე მოდელის გაუმჯობესებული ვარიანტი იქნება Edge ეკრანით და ორმაგი 12+16 მეგაპიქსელიანი კამერებით, რომელიც Galaxy S9-ის უბრალოდ განახლებულ ვარიანტად მოგვევლინება. მთავარ სიახლედ S10 Plus-ის ვარიანტი მოგვევლინება, ბევრად უფრო ვიწრო ჩარჩოებით, ეკრანში ჩაშენებული ბიომეტრიული სკანერით და სამმაგი 12+16+20 მეგაპიქსელიანი კამერით(თუმცა ეკრანში ჩაშენებული ბიომეტრიული სკანერი სამივე მოდელს ექნება).

შეგახსენებთ, რომ 12 და 16 მეგაპიქსელიანი კამერები წარმოდგენილნი იქნებიან გიგანტური 1/1.7 დიუმის ზომის სენსორით და 2.1 მიკრონის ზომის პიქსელებით.

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შესაძლოა დაგაინტერესოთ!

Close
Close