მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

Galaxy S10 ორი გიგანტური ზომის მთავარი კამერა ექნება დიდი ზომის პიქსელებით!

Samsung-ი საუბილეო სმარტფონის Galaxy S10-ის მზადების პროცესშია, რომელსაც 2019 წლის იანვარში ან თებერვალში ვიხილავთ. გავრცელებული ინფორმაციით, მას სრულიად განსხვავებული დიზიანი ექნება, უფრო დანამედროვე და ინოვაციური.

ინსაიდერის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Galaxy S10-ის სერიას ორმაგი 12 და 16 მეგაპიქსელიანი კამერა ექნება(პრო ვერსიას 12 და 20 მეგაპიქსლეიანი სენსორები). გასაკუთრებით აღსაღნიშნავია ის ფაქტი, რომ ორივე კამერის სენსორის ზომა ძალიან დიდია და 1/1.7 დიუმს შეადგენს. ასევე დიდია პიქსელების ზომაც, 12 მეგაპიქსელიან სენსორზე 2.1 მიკრონის ზომის პიქსელები გვხდება და 16 მეგაპიქსელიან სენსორზე 1.8 მიკრონის ზომის პიქსელები.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი ზომის კამერის სენსორი მხოლოდ Huawei P20 Pro-ზე გვხდება, თუმცა პიქსელების ზომა მხოლოდ 1.0 მიკრონს შეადგენს და 2.0 მიკრონამდე გაზრდა მხოლოდ პიქსელების შეკუმშვით არის შესაძლებელი.

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close