კომბიუტერული სამყარომთავარისიახლეებიტექსტური

GeForce RTX 2080 Ti XLR8 Gaming Overclocked Edition: უმძლავრესი ვიდეო დაფა PNY-სგან!

კომპიუტერული ვიდეო დაფებისა და სხვა მრავალი პროდუქციის მწარმოებელმა კომპანია PNY-მა წარმოგვიდგინა უახლესი და ერთ-ერთი უძლიერესი ვიდეო დაფა, GeForce RTX 2080 Ti XLR8 Gaming Overclocked Edition-ი. ის Founders Edition-ის გრაფიკულ ბარათებზე მძლავრია და ანალოგიურ NVIDIA-ს RTX 2080 Ti-ზე უკეთესიც კი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. Founders Edition-ის GeForce RTX 2080 Ti ვერსიის ფასი იყო 1199$. ხოლო PNY-ს ზემო აღნიშნული მოდელი 200$-ით ძვირი, 1399$ ღირს.

PNY GeForce RTX 2080 Ti XLR8 Gaming Overclocked Edition-ის მონაცემები იდენტურია ამავე Founders Edition ვერსიისა. ამ XLR8-ს გააჩნია მნიშვნელოვნად უკეთესი გაგრილების სისტემა და დამატებითი ვენტილატორი, განსხვავებით Founders Edition-ისა. დაფაზე ორი ცალი სითბოს გამშვები ასევე მასიურია და გაჭიმულია დაახლოებით ერთ ინჩსა და კომპონენტების დაბეჭდილი სქემის დაფის ნახევარზე. აგრეთვე, ყურადღებას იქცევს ის ფაქტი, რომ ვიდეო დაფას არ აქვს RGB განათება.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ვიდეო დაფა მსგავსია Founders Edition-ის RTX 2080 Ti-ს, ჩატარებულ ყველა ტესტში (ბენჩმარქში) PNY 2080 Ti XLR8 პერმორმანსით ჯობნის Founders Edition-ს, იმის გათვალისწინებით, რომ ზოგან სულ ოდნავ უსწრებს ამ უკანასკნელს. ამასთანავე, PNY GeForce RTX 2080 Ti XLR8 Gaming Overclocked Edition-ი მუშაობისას 2 გრადუსით გრილია ვიდრე ეს ხდება Founders Edition-ის ვიდეო ბარათის შემთხვევაში.

საბოლოო ჯამში, ეს გახლავთ საუკეთესო წარმადობის GeForce RTX 2080 Ti ვერსია, რაც დღესდღეობით ხელმისაწვდომია ბაზარზე. რაც შეეხება მომხმარებელს, PNY-ის გრაფიკული ბარათის შეძენისას, დამაბრკოლებელია მხოლოდ და მხოლოდ მისი მაღალი ფასი. ამიტომ არსებობს არაერთი ალტერნატივა NVIDIA-ს Founders Edition-ის გრაფიკული ვიდეო დაფების სახით, რომელთა ფასი შედარებით ადეკვატურია და უფრო ხელმისაწვდომი.

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შესაძლოა დაგაინტერესოთ!

Close
Close