მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

Google-ის ახალი ფლაგმანური სმარტფონების Pixel 3 და Pixel 3 XL-ის დიზიანი ცნობილი გახდა

4 ოქტომბრამდე ჯერ კიდევ დიდი დრო დარჩა, თუმცა უკვე დაიწყო Google-ის მომავალი ფლაგმანური სმარტფონების შესახებ ინფორმაციების გავრცელება. ჯერ კიდევ Android P-ს პირველ დეველოპერულ ანაწყობში გაჩნდა ეჭვი, რომ Pixel 3 სერიაში iPhone X-ის მსგავს ჭრის ვიხილავდით, თუმცა ფანების უმრავლესობას არ უნდოდა დაჯერება, მაგრამ ეს არის გარდაუვალი დეტალი სმარტფონის დიზაინის განვითარებაში, რადგან ნახტომის გაკეთება შესაძლოა არც ჩვენთვის იყოს კარგი და არც ბრენდისთვის.

როგორც აღმოჩნდა Pixel 3 სერიიდან “XL” ვარიანტს მართლაც ექნება ეკრანში შეჭრილი ერთი კიარა, არამედ ორმაგი კამერა დინამიკთან და სენსორებთან ერთად. ინტერნეტ სივრჩეში Pixel 3 XL-ის CAD რენდერი გავრცელდა. თუმცა ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციებიდან მხოლოდ CAD რენდერით არ შემოვიფარგლებით! დღეს გავრცელა Pixel 3 და Pixel 3 XL-ის ეკრანზე დასაკრავი დამცავები, საიდანაც ჩანს, რომ Pixel 3-ს ჩვეულებრივი დიზაინი ექნება, თუმცა 18:9 ფორმატიანი ეკრანით, ორმაგი წინა კამერით და წინა პანელზე განთავსებული ექნება ორმაგი დინამიკი Pixel 2-ის მსგავსად.

Pixel 3 XL-ს ეკრანში შეჭრილი ორმაგი კამერა აქვს და ამ კამერებთან ერთად ეკრანში შეჭრილი მეორე დინამიკიც მოჩანს. ალბათ გაგიკვირდებათ თუ რატომ არის წინა პანელის ქვემოთა ნაწილში ჩარჩო?! სტერეო აუდიო სისტემის წინა პანელზე განთავსებას უფრო დიდ ჩარჩოებამდე მივყავართ, შესაბამისად სმარტფონის წინა პანელის ქვემოთა ნაწილში მეორე დინამიკს ვხედავთ, რაც ბევრისთვის ძალიან დიდი კომფორტია.

მიუხედავად იმისა, რომ Pixel 3 XL-ის დიზაინის სხვა ბრენდის სმარტფონების დიზიანისგან არაფრით გამოირჩევა, შესაძლოა მაინც აღმოჩნდეს ყველაზე პოპულარული Android სმარტფონი, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ Google-ს აქვს საუკეთესო კამერის ალგორითმის სისტემა, რამაც საშუალება მისცა ერთი კამერითაც კი კონკურენცია გაეწია და ეჯობნა სხვა ბრენდის ორი ან სამი კამერის სისტემის მქონე სმარტფონებს. მეორე უპირატესობა მის ოპერაციულ სისტემაში მდგომარეობს, რადგან Google-ი თავად არის Android ოპერაციული სისტემის შემქნელი, შესაბამისად სისტემური და უსაფრთხოების განახლებები ყველაზე სწრაფად Pixel სერიის სმარტფონებზე მიდის.

ჩემთვის უფრო საინტერესო მოდელი ჩვეულებრივი Pixel 3 გახლავთ, რადგან არააქვს ეკრანში ჭრილები, უფრო პატარა ზომის არის და ვფიქრობ ბევრად კომფორტული იქნება. 4 თვეზე ცოტა მეტ დროში ჩვენ ვიხილავთ Google-ის ამ ახალ ფლაგმანურ სმარტფონებს, რომლის შესახებაც უკვე დავიწყეთ მოყოლო და შევეცდებით ყველა გავრცელებული სიახლე დროულად მოგაწოდოთ. 😉

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close