მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

Google-ის მაგიური და ინოვაციური ტექნოლოგიები Pixel 3-ზე

როგორც უკვე იცით, Google-მა ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული ფლაგმანური სმარტფონი Pixel 3 და მისი დიდი ვერსია Pixel 3 XL წარმოგვიდგინა. თუმცა, ვითომ არაფრით გამორჩეულ სმარტფონებში, მოდით ვნახოთ რა არის ისეთი მაგიური, რითიც ინტერნეტ სივრცეში ტექნოლოგიურ ბლოგებზე ძირითადი სიახლეები სწორედ Pixel 3-ის გაოცებული ავტორებისგან გვხდება.

მთავარი კამერა

Google-მა კვლავ არ დაამატა მეორე მთავარი კამერა და უკვე არსებული კამერის ალგორითმი კიდევ უფრო გააუმჯობესა. ამჯერად ახალი თაობის კამერისთვის განკუთვნილ Visual Core პროცესორთან ერთად ახალი AI ალგორითმი და ახალი ფუნქციები გვხდება. Super Res Zoom-ის დახმარებით რეალურ დროში თქვენ შეძლებთ გამოსახულების მოახლოებას ხარისხის დაკარგვის გარეშე, რაც ერთი კამერის ფუნქციებში ინოვაციური სიახლეა. Top Shot ფუნქციის დახმარებით თქვენ არ გამოგრჩებათ მნიშვნელოვანი კადრი, რადგან აღნიშნული ფუნქციის დახმარებით კამერა იღებს რამდენიმე ფოტოს ერთდროულად AI ტექნოლოგიის დახმარებით. ასევე კიდევ უფრო გაუმჯობესდა ღამის გადაღების რეჟიმიც და ახლა წინა თაობის სმარტფონთან შედარები ბევრად უკეთესი შედეგის მიღება არის შესაძლებელი.

Nigh Sight გადაღების რეჟიმი რამდენიმე დღეა რაც დაემატა Pixel სერიის სმარტფონებს და შედეგი ნამდვილად შთამბეჭდავია. იხილეთ აუტო რეჟიმთან შედარებული აღნიშნული რეჟიმით გადაღებული ფოტოები.

Google-მა მოახერხა ერთი მთავარი კამერით შეექმნა საუკეთესო კამერაფონი.

წინა კამერა

აქ უკვე ორმაგი კამერის სისტემა გვხდება, 8 მეგაპიქსელიანი F1.8 დიაფრაგმის ლინზების მქონე კამერა 75 გრადუსიანი ხედვის უთხით და მეორე F2.2 დიაფრაგმის ლინზების მქონე კამერა 97 გრადუსიანი ხედვის კუთხით.

უსაფრთხოება და განახლება

Pixel 3-ში უსაფრთხოების ახალი სისტემა “TITAN” გვხდება, რომელიც პროგრამულ მხარდაჭერასთან ერთად გვთავაზობს უსაფრთოებისთვის განკუთვნილ სპეციალურ პროცესორს “TITAN M”-ს.

სმარტფონის შემოდგენლობაში უახლოეს სისტემასთან ერთად Google ასევე გვთავაზობს 3 წლიან განახლების გარანტირებულ დროს, რაც სრულიად საკმარისია ფლაგმანური სმარტფონისთვის.

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close