მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

Google-ის საშუალო კლასის სმარტფონი Snapdragon 710-ის ჩიფსეტით გამოვა: Pixel 3 Lite?

ინსაიდერი Roland Quandt იტყობინება, რომ Google-ის საშუალო კლასის სმარტფონს ამზადებს, რომელიც 2019 წლის დასაწყისში გამოჩნდება და ის უახლესი Qualcomm-ის ფლაგმანური დონის ჩიფსეტით Snapdragon 710-ის იქნება წარმოდგენილი.

შეგახსენებთ, რომ Snapdragon 710-ში გვდება Snapdragon 845-ის იდენტური არქიტექტურა და მსგავსი ტექნიკური მახასიათებლები, თუმცა ფასი ბევრად დაბალი აქვს, შესაბამისად Google-ის ახალი საშუალო კლასის სმარტფონის ფასი დაახლოებით 400 ამერიკული დოლარის ფარგლებში იქნება, რაც მას უფრო ხელმისაწვდომს გახდის და მომხმარებლებშიც უფრო პოპულარული იქნება.

ჯერჯერობით უცნობია აღნიშნულ სმარტფონს რა ტექნიკური მახასიათებლები ექნება, თუმცა ვფიქრობ დიდი განსხვავება არ იქნება Pixel 2 XL-ისგან და განახლებებსაც სხვა Pixel სერიის სმარტფონებთან ერთად ყოველთვის პირველი მიიღებს.

 

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შესაძლოა დაგაინტერესოთ!

Close
Close