კომბიუტერული სამყარომთავარისიახლეები

Google-ის შემდეგი თაობის Pixelbook 2-ზე სრულყოფილ Windows 10-ის გაშვებას შეძლებთ

Google-ის პირველმა ლეპტოპმა Pixelbook-მა მალევე მოიპოვა პოპულარობა და ის ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნეს ლეპტოპი გახდა. XDA-ს დეველოპერებმა Pixelbook-ში აღმოაჩინეს AltOS სერთიფიკატის ტესტირება, რაც ნიშნავს იმას, რომ Pixelbook-ი აპარატურულად სერთიფიცირებული იქნება Microsoft-ის ოპერაციული სისტემის Window 10-ის დაინტალირებისთვის.

მართალია ახლანდელი Pixelbook-ი საკმაოდ წარმატებული ლეპტოპია, თუმცა მასზე საკმაოდ არაპოპულარული და ნაკლებად ფუნქციური Crome OS ოპერაციული სისტემა აყენია, შესაბამისად Windows 10-ის ან სხვა სისტემების დაინტალირების შემთხვევაში Pixelbook სერია უფრო წარმატებული იქნება და თქვენი სურვილისამებრ შესაძლებელი იქნება აირჩიოთ ოპერაციული სისტემა.

შეგახსენებთ, რომ Pixelbook-ზე Google-ი ახალ ოპერაციულ სისტემას Fuchsia OS-ს ტესტავს, რომელიც Android-ის და Crome OS სისტემების გაერთიანებული და გაუმჯობესებული ვერსია იქნება. Fuchsia OS კონკურენციას გაუწევს Windows 10-საც.

თეგები

ნოდარ სიხარულიძე

ჩემთვის მნიშვნელოვანია მკითხველს მივაწოდო ობიექტური ინფორმაცია და შევთავაზო საუკეთესო კონტენტი. ვცდილობ მაქსიმალურად სწრაფად და ხარისხიანად მოგაწოდოთ ინფორმაციები ტექნოლოგიური სამყაროდან და ამ მოტივაციის ყველაზე დიდი მიზეზი ისევ მკითხველის დიდი ინტერესია!

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close