მობილური სამყარო

Google-ი წელს ხელმისაწვდომ სმარტფონსაც გამოუშვებს: Pixel 3 Lite?

ჯერ კიდევ წინა წელს იყო საუბარი იმაზე, რომ Google-ი საშუალო კლასის სმარტფონსაც გამოუშვებდა ხემისაწვდომ ფასად, თუმცა პროექტი გაუქმდა გაურკვეველი მიზეზებით, მაგრამ შესაძლოა მიზეზი ის იყო, რომ Google-ს არ ჰქონდა საკუთარი ქარხანა და უფრო მეტი რესურსის დახარვა მოუწევდა.

ახლა კი, როგორც ჩანს კვლავ იგეგმება საშუალო კლასის გამოსვლა, მისი სახელი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა Pixel 3-ისგან განსხვავებით მას საშუალო კლასის ჩიფსეტი ექნება და განსხვავებული ტექნიკური მახასიათებლები: ბატარიის ზომა, მეხსიერების ზომა, ეკრანის რეზოლუცია და ა.შ.

შეგახსენებთ, რომ Google-ის ახალი სმარტფონების ანონსი ტრადიცულად ყოველწლირად 4 ოქტომბერს ხდება.

4 ოქტომრის ღონისძიებაზე ასევე უნდა ველოდოთ ახალ Pixelbook 2-ს, რომელიც დაკავშირებული იქნება Pixel 3-ის სერიასთან.

რაც შეეხება ახალ ოპერაციულ სისტემას, მას ივლისში უნდა ველოდოთ. ამჯერად უცნობია Fuchsia OS-ის ოფიციალურ ვერსიას ვიხილავთ თუ არა დღის სინათლეზე 2018 წელს, თუმცა მისი ტესტირება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close