მთავარისიახლეები

პოსტი განახლდა: Google-მა Android სისტემის მხარდაჭერა ტაბლეტებისთვის შეწყვიტა

Google-მა საბოლოოდ ბოდიში მოიხადა ტაბლეტების განყოფილების გაქრობისთვის, შესაბამისად Android ოპერაციული სისტემით ტაბლებეტის გამოშვება გაგრძელდება, თუმცა საიტზე ამჟამად მოხლოდ Nvidia-ს, Samsung-ის და Sony-ს ტაბლეტები არის განთავსებული, ამ უკანასკნელმა კი შეწყვიტა ტაბლეტების წარმოება.

Google-მა თავისი Android მოწყობილობების საიტიდან ტაბლეტების განყოფილება ამოიღო, შესაბამისად მომავალში ვეღარ ვიხილავთ ტაბლეტებს Android ოპერაციული სისტემით. ეტაპობრივად სხვადასხვა ბრენდებმაც შეწყვიტეს Android ტაბლეტების წარმოება, მათ შორის პირველი Sony გახლდათ. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ Google-ის რომელიმე სისტემით ტაბლეტებს ვერ ვიხილავთ.

2018 წელს მასიურად დაიწყო ტაბლეტების წარმოება Crome OS ოპერაციული სისტემით, რაც იმას ნიშნავს, რომ Google-ი სმარტფონების სამყაროსთან ერთად ახლა უკვე კომპიუტერულ სამყაროში შეეცდება პოზიციების გამყარებას. უფრო მეტიც, ახლა Google-ი მულტიპლატფორმულ ახალ ოპერაციულ სისტემას Fuchsia OS-ს ტესტავს, რომელიც სრულიად ახალ ბირთვზე არის დაწერილი და გააერთიანებს დანარჩენ ორ ოპერაციულ სისტემას.

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close