Androidმთავარიმობილური სამყაროსიახლეები

Google One: ახალი აპლიკაცია, რომელიც 15 “გიგაბაიტ” მეხსიერებას გჩუქნით

Google-მა გამოუშვა ახალი აპლიკაცია “One”, რომელიც ღრუბლოვანი მეხსიერებისთვის არის განკუთვნილი, სადაც შეგიძლიათ ატვირთოთ მაღალი ხარისხის ფოტოები და 4K ვიდეოები ისე, რომ ხარისხი არ დაეკარგება. გარდა ფოტოების და ვიდეოების ატვირთვისა, მეხსიერება ინახავს სხვა სახის ფაილებსაც, რომელსაც განათავსებთ Gmail-ზე და Google Drive-ზე. თქვენ შეგიძლიათ ღრუბლოვანი მეხსიერება გაუზიაროთ 5 სასურველ ადამიანს.

აპლიკაციის დაყენებისთანავე 15 გიგაბაიტი მეხსიერება უფასოდ გადმოგეცემა, სხვა შემთხვევაში ფასები განისაზღვრება შემდეგნაირად:

100GB – $1.99/თვეში
200GB – $2.99/თვეში
2TB – $9.99/თვეში
10TB – $99.99/თვეში
20TB – $199.99/თვეში
30TB – $299.99/თვეში

სამწუხაროდ ჯერჯერობით ჩვენი რეგიონისთვის აპლიკაცია არ არის გამოყენებადი, თუმცა ამერიკულ მარკეტზე გადაყვანის შემთხვევაში აპლიკაციის გადმოწერასაც შეძლებთ აქედან.

თეგები

ნოდარ სიხარულიძე

ჩემთვის მნიშვნელოვანია მკითხველს მივაწოდო ობიექტური ინფორმაცია და შევთავაზო საუკეთესო კონტენტი. ვცდილობ მაქსიმალურად სწრაფად და ხარისხიანად მოგაწოდოთ ინფორმაციები ტექნოლოგიური სამყაროდან და ამ მოტივაციის ყველაზე დიდი მიზეზი ისევ მკითხველის დიდი ინტერესია!

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close