მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

Google Pixel 3 და Pixel 3 XL: ეს ის არ ყოფილა, რაც ჩვენ გვეგონა!

Google-ის ახალი ფლაგმანური სმარტფონების Pixel 3-ის და Pixel 3 XL-ის ფოტოები ტექნიკურ მახასიათებლებთან ერთად ნახევარი წლის წინ გამოქვეყნდა, რის შემდეგაც მათზე ჭორაობა და სტატიების გამოქვეყნება ინტერნეტ სივრცეში არწყდება. უფრო მეტიც, უკვე დაიდო ვიდეო განხილვები, მათ შორის კამერის ტესტებიც. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ პროტოტიპებსაც გამორჩეული კამერები აქვთ, აღმოჩნდა, რომ Google-მა ინფორმაციების გაჟონვა სპეციალურად დაიწყო.

ინსაიდერის თქმით, უკვე არსებობი Pixel 3 სერიის პროტოტიპები რეალურია, თუმცა მათ ოფიციალურ ღონისძიებაზე არ ვიხილავთ და სრულიად განსხვავებული მოდელები იქნება ნაჩვენები. აღმოჩნდა, რომ Google-ს ახალი Pixel სმარტფონების 6 პროტოტიპი აქვს დამზადებული, საიდანაც 5 ვერსია ქარხნულად მზად რამდენიმე კვირაში იქნება, ხოლო მეექვსე პროტოტიპად დარჩება, რადგან ის სრულიად უჩარჩოო გახლავთ და ტექნოლოგიურად დახვეწას მოითხოვს. რაც შეეხება 5 პროტოტიპს, აქედან 2 უკვე ვიხილეთ, რომელსაც ინტერნეტ სივრცეში მკაცრად აკრიტიკებენ, ხოლო დანარჩენი სამიდან 2 მოდელს ვიხილავთ 9 ოქტომბერს სპეციალურ ღონისძიებაზე, ხოლოდ მესამე ვარიანტი სავარაუდოთ 2019 წლის დასაწყისში ინდოეთში დაანონსდება, რადგან ის საშუალო კლასს მიეკუთვნება.

აღსაღნიშნავია ის ფაქტიც, რომ პროტოტიპიდან მხოლოდ ჩვენთვის ნაცნობ ვარიანტებს აქვთ ერთი კამერის სისტემა, შესაბამისად Pixel 3 სერიის სმარტფონებზე ორმაგი კამერის სისტემას ვიხილავთ.

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close