მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

Google Pixel 3 ოფიციალურად გამოვიდა: პერფომანსზე, უსაფრთხოებაზე, კამერაზე და განახლებებზე ორიენტირებული სმარტფონი

თავად Android ოპერაციული სისტემის შემქნელმა და მწარმოელმა ბრენდმა Google-მა თავისი მესამე თაობის ახალი ფლაგმანური სმარტფონები Pixel 3 და Pixel 3 XL წარმოგვიდგინა, რომელშიც თანამედროვე, ტრენდული და ექსკლუზიური ტექნიკური მახასიათებლები გვხდება.

 

Pixel 3-ის შემადგენლობაშია 5.5 დიუმიანი 18:9 ფორმატიანი ეკრანი(XL-ის შემთხვევაში 6.3 დიუმიანი), Snapdragon 845-ის ჩიფსეტი, 4 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება, 64/128 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერება, ულიმიტო ღრუბლოვანი მეხსიერება, Android 9 Pie ოპერაციული სისტემა, 2915 მილიამპერიანი ბატარეა(XL-ის შემთხვევაში 3430 მილიამპერიანი) უკაბელო და სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერით, ორმაგი 8 მეგაპიქსელიანი წინა კამერა, ერთი 12 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა, ორმაგი დინამიკი წინა პანელზე, სამი მიკროფონი, IP68 სერთიფიკატი წყალგამძლეობისთვის და შუშის დიზაინი.

მთავარი კამერა

Google-მა კვლავ არ დაამატა მეორე მთავარი კამერა და უკვე არსებული კამერის ალგორითმი კიდევ უფრო გააუმჯობესა. ამჯერად ახალი თაობის კამერისთვის განკუთვნილ Visual Core პროცესორთან ერთად ახალი AI ალგორითმი და ახალი ფუნქციები გვხდება. Super Res Zoom-ის დახმარებით რეალურ დროში თქვენ შეძლებთ გამოსახულების მოახლოებას ხარისხის დაკარგვის გარეშე, რაც ერთი კამერის ფუნქციებში ინოვაციური სიახლეა. Top Shot ფუნქციის დახმარებით თქვენ არ გამოგრჩებათ მნიშვნელოვანი კადრი, რადგან აღნიშნული ფუნქციის დახმარებით კამერა იღებს რამდენიმე ფოტოს ერთდროულად AI ტექნოლოგიის დახმარებით. ასევე კიდევ უფრო გაუმჯობესდა ღამის გადაღების რეჟიმიც და ახლა წინა თაობის სმარტფონთან შედარები ბევრად უკეთესი შედეგის მიღება არის შესაძლებელი.

წინა კამერა

აქ უკვე ორმაგი კამერის სისტემა გვხდება, 8 მეგაპიქსელიანი F1.8 დიაფრაგმის ლინზების მქონე კამერა 75 გრადუსიანი ხედვის უთხით და მეორე F2.2 დიაფრაგმის ლინზების მქონე კამერა 97 გრადუსიანი ხედვის კუთხით.

უსაფრთხოება და განახლება

Pixel 3-ში უსაფრთხოების ახალი სისტემა “TITAN” გვხდება, რომელიც პროგრამულ მხარდაჭერასთან ერთად გვთავაზობს უსაფრთოებისთვის განკუთვნილ სპეციალურ პროცესორს “TITAN M”-ს.

სმარტფონის შემოდგენლობაში უახლოეს სისტემასთან ერთად Google ასევე გვთავაზობს 3 წლიან განახლების გარანტირებულ დროს, რაც სრულიად საკმარისია ფლაგმანური სმარტფონისთვის.

თეგები

ნოდარ სიხარულიძე

ჩემთვის მნიშვნელოვანია მკითხველს მივაწოდო ობიექტური ინფორმაცია და შევთავაზო საუკეთესო კონტენტი. ვცდილობ მაქსიმალურად სწრაფად და ხარისხიანად მოგაწოდოთ ინფორმაციები ტექნოლოგიური სამყაროდან და ამ მოტივაციის ყველაზე დიდი მიზეზი ისევ მკითხველის დიდი ინტერესია!

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close