მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

Google Pixel 3 XL-ის ოფიციალური დიზაინის ფოტო რენდერები

გუშინ Google Pixel 3 XL-ის პირველი რეალური ფოტო გავრცელდა, სწორედ აღნიშნულ ფოტოზე დაყრდნობით Phone Designer-მა შემოქვთავაზა კონცეფციური ფოტო რენდერები, რომელიც ზუსტად იმეორებს გავრცელებულ ფოტოებში ნაჩვენებ ფორმებს. წინა პანელზე ეკრანში შეჭრილი დიზაინი დადასტურდა, თუმცა უკანა პანელიც საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება! Pixel 3 XL-ის უკანა პანელის დიზიანი იდენტური არის Pixel 2 XL-ის, ერთი მთავარი კამერით და თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერით.

Google-ი კვლავ ერთი კამერით შეეცდება საუკეთესო შედეგები გვიჩვენოს, მაშინ როდესაც სხვა ბრენდები 2, 3 და 5 მთავარი კამერით ცდილობენ დადონ იგივე შედეგი, რაც აქვს Google-ს ერთი კამერით. ვიმედოვნებ სენსორი გაუმჯობესდება და რაიმე ინოვაციური კამერა იქნება შემოთავაზებული. განსაკუთრებით სასიხარულო იქნება Google-ი თუ გამოიყენებს 1 დიუმის ზომის სენსორს, რომელიც უკვე შეკვეთილი აქვს Sony-სთვის უცნობ ბრენდს და ეს ბრენდი შესაძლოა Google-ი აღმოჩნდეს.

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close