მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

Google Pixel 3 XL-ის ოფიციალური ტექნიკური მახასიათებლები ცნობილი გახდა: 6.7 დიუმიანი ეკრანი და სხვა

რამდენიმე დღის წინ Google Pixel 3 XL-ის განყუთვის ვიდეო გამოჩნდა ინტერნეტ სივრცეში, თუმცა არ ვიცოდით მისი ტექნიკური მახასიათებლები, რომელიც დღეს უკვე ცნობილი გახდა. Pixel 3 XL-ის შემადგენლობაში გიგანტურ 6.7 დიუმიან ეკრანს შევხდებით QHD რეზოლუციით, Snapdragon 845-ის ჩიფსეტს, 4 გიგაბაიტიან ოპერატიულ მეხსიერებას, 64 გიგაბაიტიან შესანახ მეხსიერებას, 3430 მილიამპერიან ბატარეას, ერთ 12.2 მეგაპიქსელიან მთავარ კამერას, ორმაგ 8.1 მეგაპიქსელიან წინა კამერას და Android 9 Pie ოპერაციულ სისტემას.

Pixel 3 XL არ გამოიყურება ყველაზე მძლავრ სმარტფონად, ბევრ სმარტფონსაც კი ვიხილავთ უფრო მძლავრი მახასიათებლებით, თუმცა ვნახოთ რას გვიმზადებს Google-ი 4 ოქტომბერს, იქნებ რაიმე საინტერესო დეტალი გამოგვრჩა. 🙂

 

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close