მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

Google Pixel 3 XL-ის პირველი ნამდვილი ფოტო: დიახ, მას კვლავ ერთი მთავარი კამერა აქვს!

დღეს Google Pixel 3 XL-ის პირველი რეალური ფოტო გავრცელდა, სადაც ნაჩვენებია მისი წინა და უკანა კორპუსი მთლიანად. წინა პანელზე ეკრანში შეჭრილი დიზაინი დადასტურდა, თუმცა უკანა პანელიც საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება! Pixel 3 XL-ის უკანა პანელის დიზიანი იდენტური არის Pixel 2 XL-ის, ერთი მთავარი კამერით და თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერით.

Google-ი კვლავ ერთი კამერით შეეცდება საუკეთესო შედეგები გვიჩვენოს, მაშინ როდესაც სხვა ბრენდები 2, 3 და 5 მთავარი კამერით ცდილობენ დადონ იგივე შედეგი, რაც აქვს Google-ს ერთი კამერით. ვიმედოვნებ სენსორი გაუმჯობესდება და რაიმე ინოვაციური კამერა იქნება შემოთავაზებული. განსაკუთრებით სასიხარულო იქნება Google-ი თუ გამოიყენებს 1 დიუმის ზომის სენსორს, რომელიც უკვე შეკვეთილი აქვს Sony-სთვის უცნობ ბრენდს და ეს ბრენდი შესაძლოა Google-ი აღმოჩნდეს.

თეგები

ნოდარ სიხარულიძე

ჩემთვის მნიშვნელოვანია მკითხველს მივაწოდო ობიექტური ინფორმაცია და შევთავაზო საუკეთესო კონტენტი. ვცდილობ მაქსიმალურად სწრაფად და ხარისხიანად მოგაწოდოთ ინფორმაციები ტექნოლოგიური სამყაროდან და ამ მოტივაციის ყველაზე დიდი მიზეზი ისევ მკითხველის დიდი ინტერესია!

დაკავშირებული სტატიები

1 thought on “Google Pixel 3 XL-ის პირველი ნამდვილი ფოტო: დიახ, მას კვლავ ერთი მთავარი კამერა აქვს!”

  1. სავარაუდოდ იგივე ზომის მატრიცა ექნება კამერას 1/2.5; 12მპ, რადგან ერთი კამერა აქვს სავარაუდოდ dual pixel-ს აიღებს სონისგან, ყველაზე ახალი მოდელი ესეთ ვარიანტში exmor IMX363 არის, ოპტიკა ალბათ იგივე f/1.8 დარჩება, 1 დიუმიანი სენსორი ვარიანტი არაა, კორპუსზე კამერის ირგვლივ ამოზნექილიც კი არაა და ამ შემთხვევაში ესეთ თხელ კორპუსში მაგხელა სენსორს ვერ ჩაატევდნენ, რაც შეეხება წინა კამერას ან კამერებს ალბათ ისევ IMX179 გამოიყენებენ, რაც nexus 6p, pixel / pixel 2-ებში იყო გამოყენებული, IMX179 ასევე წარმოადგენდა ნექსუს 5-ის მთავარ კამერას, დიზაინი ზოგადად იგივე დარჩა კორპუსების, ბევრი არც არაფერი იყო შესაცვლელი ჩარჩოების შემცირების გარდა, ეკრანე ორივეს LG-ის P-Oled ექნებათ დიდი ალბათობით, ეკრანის ზომები პატარას შემთხვევაში 5.3 18:9ზე, დიდის 6,2 19.5:8ზე, სტერეო დინამიკები, მეხსიერება 64/128gb Ram 4GB, ფასები სავარაუდოდ იგივე დარჩება რაც წინა ორივე თაობის პიქსელებში იყო, აწყობა foxconn ან მისი შვილობილი fin mobile, არაა გამორიცხული ამ ორივე მოდელმა დღის სინათლე ოქტომრმდე იხილოს, შესაძლოა აგვისტოშიც კი, ეს უფო ვარაუდია, ამის საფუძველს ის იძლევა რომ ძალიან სწრაფად ვრცელდება ინფორმაციები ამ ტელეფონების შესახებ ვიდრე შარშან ამავე პერიოდში იყო. კოდური სახელები blueiline და crosshatch.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close