მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

Google Pixel 3|Pixel 3 XL-ს Apple-ის iPhone-ების მსგავსად კომპანია Foxconn დაამზადებს

ალბათ გახსოვთ გასულ წლებში Google-ის ფლაგმანური სმარტფონების PIXEL სერიას კომპანია HTC და LG ამზადებდა თავიანთ ქარხნებში. მიუხედავად იმისა, რომ Google-მა HTC-სგან 1.1 მილიარდ ამერიკულ დოლარად შეიძინა ქარხანა 2000 მომუშავე ადამიანთან ერთად, როგორც აღმოჩნდა წელს მაინც სხვა კომპანია დაამზადებს Google-ის სმარტფონებს და ეს კომპანია Foxconn გახლავთ, რომელიც სხვა ბრენდის სმარტფონებსაც ამზადებს, მათ შორის ყველაზე პოპულარული ბრენდის Apple-ის სმარტფონებსაც. Foxconn-ის ქარხანაში ასევე იწყობა Nokia-ს, Huawei-ს, Sharp-ის და სხვა ტოპ ბრენდების სმარტფონებიც.

როგორც ცნობილი გახდა, Pixel 3 XL-ის ეკრანების მწარმოებელი კომპანია LG იქნება, რადგან Google-მა აღნიშნულ კომპანიაში რამდენიმე ასეული ამერიკული დოლარის ინვესტიცია განახორციელა მოქნილი OLED ეკრანების წარმოებისთვის, რომელსაც Google-ი თავის სმარტფონებში გამოიყენებს. ინსაიდერი იტყობინება, რომ აღნიშნულ სმარტფონებს აგვისტოში ან სექტემბერში ვიხილავთ, თუმცა უნცაურია, რადგან Google-ის ღონისძიება ყოველი წლის 4 ოქტომბერს ტარდება.

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close