მთავარისიახლეებიტექსტური

HMD Odyssey+: Samsung-ის განახლებული VR მოწყობილობა

მოგეხსენებათ, Samsung-ის ვირტუალური რეალობის (VR) მოწყობილობები მომხმარებელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. წელს კომპანიამ გამოუშვა ახალი VR სათვალე HMD Odyssey. ხოლო სულ ახლახანს, სამხრეთ კორეელებმა წარადგინეს მისი განახლებული ვარიანტი, HMD Odyssey +. განვიხილოთ თუ რა შეიცვალა აღნიშნულ VR მოწყობილობაში.

Samsung-ის ახალი, ორიგინალი VR ვარიანტი ერთ-ერთი საუკეთესო Windows Mixed Reality-ი (Windows-ის სისტემასთან შერწყმული რეალობა) მოწყობილობაა. მის განახლებულ ვერსიაში მცირე ცვლილებებსა და გაუმჯობესებებს ვხვდებით. HMD Odyssey +-ს წინამორბედის მსგავსად 3.5 ინჩიანი ეკრანი აქვს, გაფართოებით 1440 x 1600-ზე. ასევე, 110 გრადუსიანი სივრცითი ხედვა. თუმცა, ამჯერად გვაქვს ხილვადობის (გასახედი ჩარჩოს) უფრო ფართე არეალი, რაც დაორთქვლას უშლის ხელს. აგრეთვე, გამოყენებულია ეკრანის ახალი ტექნოლოგიები.

სამხრეთ კორეულმა კომპანიამ გამოიყენა Anti-Screen Door Effect (Anti-SDE) ტექნოლოგია, რომლის დანიშნულებაცაა VR მოწყობილობაში პიქსელიზაციის გაუმჯობესება. აღნიშნული ტექნოლოგია შექმნილია იმისათვის, რომ პიქსელებს შორის სივრცე თვალისთვის ნაკლებად შესამჩნევი გახდეს. ამიტომ, მის წინამორბედთან შედარებით გაზრდილია PPI, 616-დან 1233-მდე, რომელსაც ახალ HMD Odyssey +-ში ვხვდებით. ხოლო ყოველივე ზემო აღნიშნული მომხმარებელს თავიდან აარიდებს თავბრუსხვევასა და გულისრევას.

სხვა ცვლილებებს რაც შეეხება, ეს გახლავთ ახალი Inter-Pupillary Distance (IPD) გორგოლაჭი, რომლითაც უკეთ დაარეგულირებთ ლინზებს შორის მანძილს თქვენი თვალებისთვის. HMD Odyssey + ხელმისაწვდომი იქნება Samsung-ისა ან Microsoft-ის ოფიციალურ ვებ გვერდებზე და მისი ფასი იქნება 499$.

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close