მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

Huawei-მ გაყიდვებით Apple-ს გადაასწრო და “ტოპ მეორე” სმარტფონების მწარმოებელი ბრენდი გახდა!

The International Data Corporation(IDC)-მა 2018 წლის მეორე კვარტალში ბრენდების მიხედვით გაყიდული(გაყიდვაში ჩაშვებული) სმარტფონების რაოდენობა გამოაქვეყნა. ჯამში მეორე კვარტალში 348.2  მილიონი სმარტფონი გაიყიდა, საიდანაც Samsung-ი პირველობას კვლავ ინარჩუნებს გაყიდული 71.5 მილიონი სმარტფონით და ბაზრის 20.9%-იანი წილით, თუმცა მისი გაყიდვების ზრდის მაჩვენებელი 10.4%-ით არის შემცირებული, რაც სავარაუდოთ Galaxy S9 სერიის დამსახურებაა, რადგან წინა თაობის ფლაგმანური სმარტფონისგან დიზაინით მნიშვნელოვნად არ განსხვავდება.

Huawei-ს გაყიდვების მაჩვენებელი მეორე კვარტალში 40.9% გახლავთ და 54.2 მილიონი გაყიდული სმარტფონით ბაზრის 15.8% დაიკავა, ხოლო ამ მაჩვენებლებით Apple-ს გადაასწრო და Huawei ტოპ მეორე ყველაზე დიდი სმარტფონების მწარმოებელი ბრენდი გახდა. Apple მეორე კვარტალში 41.3 მილიონი სმარტფონი გაყიდა და ბაზრის 12.1% დაიკავა, ხოლო სმარტფონების გაყიდვების ზრდის მაჩვენებელი მხოლოდ 0.7%-ს შეადგენს.

ტოპ 5 ბრენდში ასევე ვხედავთ Xiaomi-ს და Oppo-ს, გაყიდვების ზრდის მაჩვენებლით. ხუთეულში სიახლეა, გამოჩნდა Xiaomi და ერთი ნაბიჯით უკან გადაინაცვლა VIVO-მ.

 

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close