მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

Huawei-მ 4 სმარფონზე Android 9 Pie-ს “ბეტა” ტესტირება დაიწყო

7 აგვისტოს Google-მა რამდენიმე თვიანი Android P ბეტა ტესტირების შემდეგ ოფიციალრად ჩაუშვა Android 9 Pie განახლება. პირველივე დღეს განახლდა Google-ის, Sony-ს, Nokia-ს და OnePlus-ის სმარტფონები. Huawei-ს და Samsung-ს Android P-ს ბეტა ტესტირებაში მონაწილეობა არ მიუღიათ, თუმცა Huawei-მ როგორც ჩანს დროულად დაიწყო მოქმედებაზე გადასვლა და უკვე შეუდგა Android 9-ის თავისი მოდიფიცირებული ვერსიის EMUI 9.0-ის ბეტა ტესტირება.

EMUI 9.0-ის ბეტა ტესტირების საშუალება ექნება P20-ის, Mate 10 Pro-ს, Honor 10-ის და Honor V10-ის მომხმარებლებს.

შეგახსენებთ, რომ აქამდე გაშვებული Android 9 Pie სიტემა სხვადახვა ბრენდზე არის მდიფიკაციების გარეშე, ანუ “სუფთა” Android სისტემის დაგემოვნება შეძლეს კონკრეტული სმარტფონების მომხმარებლებმა(გამონაკლისი გახლავთ Google-ის Pixel სერიის სმარტფონები), შესაბამისად Huawei აღმოჩნდა პირველი კომპანია, რომელმაც დაიწყო მოდიფიცირებული სისტემის ბეტა ტესტირება.

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close