მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

Huawei-ს სუპერ საგარანტიო პირობები “P20” სერიის ფლაგმანურ სმარტფონებზე

როგორც უკვე იცით, Huawei-მ გრანდიოზული ფლაგმანური სმარტფონები წარმგვიდგენა P20-ის სერიის სახით(P20 Lite, P20 და P20 Pro). აღნიშნულ სმარტფონებზე ვრცელდება შემდეგი საგარანტიო პირობები:

ეკრანის გატეხვის შემთხვევაში 6 თვის განმავლობაში ეკრანის გამოცვლა მოხდება სრულიად უფასოდ, ნებისმიერი სახის თანხის გადახდის გარეშე. გაითვალისწინეთ, რომ ეკრანის გამოცვლა ყველაზე ძვირად ღირებული პროცედურაა.

P20 სერიის სმარტფონებს საგარანტიო მომსახურეობა შეეხებათ 18 თვის განმავლობაში. სტანდარტულად სხვა ბრენდის შემთხვევაში ეს ვადა განისაზღვრება 12 თვით.

იმ შემთხვევაში თუ თქვენ ვერ ახერხებთ სმარტფონის წამოღებას საგარანტიო მომსახურეობიდან Huawei-ს უფასო საკურიერო მომსახურეობით მას სახლში მოგიტანენ თქვენს მითითებულ მისამართზე საქართველოს მასშტაბით(და არა მხოლოდ თბილისის ტერიტორიაზე). აღნიშნული სიახლე ეხება Huawei-ს არსებულ ყველა მოდელს P20 სერიის ჩათვლით.

Huawei-ს ოფიციალური საგარანტიო მომსახურეობა ხდება “ტექპოინტის”(თბილისი, ქუთაისი და ბათუმი) სერვის ცენტრში და ასევე Huawei-ს ბრენდ სერვის ცენტრიში(სავაჭრო ცენტრი „ქარვასლა“ II სართულზე (ც. დადიანის 7)).

ტელ: +995 32 242 22 15,  მობილური ნომრიდან: 032 242 22 15

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close