მთავარიმობილური სამყაროსიახლეებიჩიპსეტები

Huawei-ს Kirin 980-ის ჩიფსეტი ახალი ინოვაციური AI 1M ტექნოლოგიით

Huawei ტრადიციულად წლის მეოთხე კვარტალში წარადგენს ახალ ფლაგმანურ მობილურ ჩიფსეტს, რომელიც უკვე წლეიბია კონკურენციას უწევს Qualcomm-ის და Samsung-ის ფლაგმანურ ჩიფსეტებს. მიუხედავად იმისა, რომ Huawei-ს ბოლო ჩიფსეტი Kirin 970 2017 წელს არის გამოუშვებული, მას დღემდე საუკეთესო NPU პროცესორი აქვს(ხელოვნური ინტელექტისთვის განკუთვნილი პროცესორი) და დღემდე ლიდერ პოზიციას ინარჩუნებს აღნიშნული კატეგორიით. მიუხედავად ამ ფაქტისა, Huawei-მ გადაწყვიტა გააუმჯობესოს ტექნოლოგიები და ახალი Kirin 980-ის ჩიფსეტში გამოიყენოს ახალი ტექნოლოგიის 1M სერიის AI NPU პროცესორი, რომელიც ამ წელს საერთოდ უკონკურენტო იქნება, რადგან Qualcomm-ის და Samsung-ის შემდეგი თაობის ჩიფსეტებს მომავალ წლამდე ვერ ვიხილავთ.

Kirin 980-ის სერიის ჩიფსეტები დამზადდება კომპანია TSMC-ის ქარხანაში, რომელიც შესრულებული იქნება 7 ნანომეტრიანი არქიტექტურის მქონე ტექნოლოგიით, რაც აღნიშნულ ჩიფსეტს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის, რადგან Android სმარტფონებში წელს სხვა მსგავსი ტექნოლოგიის ჩიფსეტებს ვერ ვიხილავთ. Kirin 980-ის ჩიფსეტი პირველად წარმოდგენილი იქნება Mate 20, რომელსაც ოქტომბრის თვეში ვიხილავთ.

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შესაძლოა დაგაინტერესოთ!

Close
Close