მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

Huawei Mate 20 სერიის ტექნიკური ტექნიკური მახასიათებლები ცნობილი გახდა

ოქტომბერში Huawei კიდევ ორ ფლაგმანურ სმარტფონს Mate 20-ს და Mate 20 Pro-ს გამოუშვებს, რომლებიც რამდენიმე ტექნიკური მახასიათებლებით განსხვავდება ერთმანეთისგან. ჩვეულებრივ Mate 20-ს 6.1 დიუმიანი IPS LCD ეკრანი ექნება, რომელსაც წინა პანელზე ასევე ექნება თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერისთვის განკუთვნილი ფიზიკური ღილაკი და სავარაუდოთ ეკრანში პატარა ჭრილსაც ვიხილავთ, რომელიც კამერისთვის იქნება განკუთვნილი.  რაც შეეხება Pro მოდელს, მის შემადგენლობაში 6.9 დიუმიანი 21:9 ფორმატიან ეკრანს ვიხილავთ, სრულიად უჩარჩოო დიზაინით და ეკრანში ჩაშენებული თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერით.

ორივე სმარტფონის შემადგენლობაში ვიხილავთ Kirin 980-ის ჩიფსეტს, 8 გიგაბაიტიან ოპერატიულ მეხსიერებას, 256 გიგაბაიტიან შესანახ მეხსიერებას და სამმაგ 40 მეგაპიქსელიან კამერის სისტემას.

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close