მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

Huawei Mate 20 Lite ოფიციალურად გამოვიდა

მიუხედავად იმისა, რომ ფლაგმანური Mate 20 სერია Huawei-ს ჯერ არ წარუდგენია, მათი ბიუჯეტური ვარიანტი Mate 20 Lite უკვე ოფიციალურად გამოვიდა. აღნიშნული სმარტფონი საშუალო კლასს მიეკუთვნება და სექტემბრიდან საქართველოს მაღაზიებშიც ჩაეშვება გაყიდვაში. მოდით ერთად ვნახოთ რას გვთავაზობს Huawei ახალ საშუალო კლასის სმარტფონში.

Mate 20 Lite-ში გვხდება 6.3 დიუმიანი FHD+ რეზოლუციის IPS LCD ტიპის ეკრანი, 12 ნანომეტრიანი ტექნოლოგიის ახალი თაობის Kirin 710-ის ჩიფსეტი(საიდანაც ცენტრალური პროცესორის 8 ბირთვი წარმოდგენილია ფლაგმანური დონის Cortex A73 არქიტექტურა და საშუალო კლასის 4 ბირთვიანი გრაფიკული პროცესორი Mali-G51), 3750 მილიამპერიანი ბატარეა, ორმაგი 24+2 მეგაპიქსელიანი წინა კამერების სისტემა(რომელიც შეჭრილია ეკრანში), ორმაგი 20+2 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერების სისტემა F1.8 დიაფრაგმიანი ლინზებით, Android 8.1 ოპერაციული სისტემა და თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერი.

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close