განხილვებიკვირისმთავარიმობილური სამყაროსიახლეებიტექსტურიტექსტური

Huawei P20-ის დეტალური განხილვა: ხელოვნური ინტელექტი თქვენს ხელში

Huawei ერთ-ერთი მოწინავე ბრენდია, რომელიც სმარტფონების სამყაროში ტრენდს ქმნის და ინოვაციურ ტექნოლოგიებში ყველაზე დიდ ინვესტიციებს დებს. ოქტომბერში Huawei-მ მსოფლიოში პირველად წარმოგვიდგინა ხელოვნური ინტელექტის მქონე სმარტფონი სპეციალური AI NPU (ხელოვნური ინტელექტისთვის განკუთვნილი) პროცესორით, რომელიც NPU პროცესორებს შორის დღემდე ყველაზე მძლავრია და AI ტექნოლოგიაც 2018 წლის მთავარი ტრენდი გახდა სმარტფონების სამყაროში. მოდით, ერთად ვნახოთ რა ხდება Huawei P20-ში! 🙂

დიზაინი

2018 წელს სმატფონისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის მისი დიზიანი, რამდენად კომფორტული და დახვეწილია. Huawei-მ რატომღაც გვერდზე გადადო თავისი ინდივიდუალიზმი, რაც ჰქონდა გასული წლის ფლაგმანებში და შემოგვთავაზა ეკრანში შეჭრილი კამერა, რომელიც დღევანდელი ფლაგმანური თუ საშალო კლასის სმარტფონებში მთავარი ტრენდული მახასიათებელია. წინა პანელზე ეკრან შეჭრილ კამერასთან ერთად ასვე ქვხდება ეკრანში შეჭრილი დინამიკი, რომელიც ფილმების ყურების დროს სტერეო ხმის ეფექტს ქმნის. წინა პანელის ქვედა ნაწილიში ფიზიკური ღილაკია სენსორული ფუნქციონალით, რომელიც ნავიგაციის ღილაკების ფუნქციასაც ასრულებს და თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერის ფუნქციასაც ითავსებს.

გარდა იმისა, რომ ფიზიკურად არსებული ღილაკი შეგიძლიათ გამოიყენოთ ნავიგაციის ღილაკადაც, ასევე არსებობს ვირტუალური ღილაკები, რომელიც შეგიძლიათ სურვილისამებრ გამოაჩინოთ ეკრანზე, თუმცა ჩემთვის უფრო პრაქტიკური ამ შემთხვევაში ფიზიკური ღილაკი აღმოჩნდა და ეკრანზეც უფრო დიდ ადგილს ინფორმაციები იკავებს.

სმარტფონის ქვემოთა ნაწილში მოთავსებულია მეორე დინამიკი და USB Type C V3.1 პორტი, თუმცა ამოღებულია 3.5 მილიმეტრიანი აუდიო ჯეკი. ყურასმენებისთვის განკუთვნილი ჯეკის ამოღება საკმაოდ მგრძნობიარე დეტალია მომხმარებლებში, მაგრამ ვფიქრობ დრო დადგა უკაბელო ყურასმენების გამოყენება დავიწყოთ ამ ტექნოლოგიების განვითარებად ეპოქაში. გული ნუ დაგწყდებათ! 🙂 P20-ს ყუთში მოყვება კაბელიანი ყურასმენები, რომელსაც USB Type C შესაერთებელი აქვს და ასევე მოყვება 3.5 მილიმეტრიანი აუდიო ჯეკის გადამყვანი კაბელი.

სმარტფონის გვერდზე მარცხენა პანელზე მოთავსებულია ორმაგი სიმ-ბარათის სლოტი და არ გვხდება მეხსიერების ბარათის სლოტი, თუმცა არც არის საჭირო, რადგან Huawei-მ 128 გიგაბაიტიანი UFS2.1 ტექნოლოგიის შესანახი მეხსიერება შემოგვთავაზა, რაც ძალიან დიდი მოცულობა არის სმარტფონისთვის.

სმარტფონის მარჯვენა გვერდზე პანელზე მოთავსებულია ხმის ამწევ-დამწევი ღილაკი და ჩართვა-გამორთვის ღილაკი. ჩართვა-გამრთვის ღილაკის შუა ნაწილი გაფორმებულია წითელი ზოლით, რის გამოც სმარტფონი კიდევ უფრო საინტერესოდ გამოიყურება, თითქოს უმნიშვნელო დეტალია, მაგრამ სილამაზე დეტალებშია.:)

სმარტფონის უკანა პანელზე განთავსებულია ორმაგი კამერა ამოწეული და ძალიან “ბასრი” ბამპერით, რომლის ქვემოთაც განთავსებულია ლაზერული ავტოფოკუსი და ნათება. აქვე გვხდება ტრადიციულად LEICA-ს ლოგოც ლინზების მახასიათებლებით, რაც მისი კამერის უპირატესობაზე მიგვანიშნებს და Huawei-ს ეს ნამდვილად გამოსდის.

საერთო ჯამში სმარტფონი დახვეწილი და კომფორტულია, კორპუსს ასევე გააჩნია წყლის დაცვისგან არსებული IP53 სერთიფიკატიც. უკანა პანელი ძალიან სწრაფად იმტვერება, თუმცა მისი გაწმენდა მარტივია წინა მოდელისგან განსხვავებით.

ეკრანი

P20-ის შემადგენლობაში არის 5.8 დიუმიანი 18.7:9 ფორმატიანი LTPS IPS LCD ეკრანი RGB პიქსელების განლაგებით და FHD რეზოლუციით. რეზოლუცია მსგავსი ზომის სმარტფონისთვის იდეალურია, მაგრამ სამწუხაროდ აქ არ გვხდება HDR ტექნოლოგია, რაც 2018 წლის სმარტფონებში ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი და ტრენდია.

ეკრანი საკმაოდ კონტრასტულია და ფერები საკმაოდ კორეტქული. ვიდეოების ყურება P20-ის ეკრანზე სასიამოვნოა და არ იღლება თვალები ყურების მომენტში.

სამომხმარებლო ინტერფეისი

Huawei-მ ახალი ოპერაციული სისტემით გაგვანებივრა და შემოგვთავაზა უახლესი ოფიციალური Android 8.1 ოპერაციული სისტემა, რომელიც P20-ში EMUI8.1 მოდიფიცირებული ვარიანტად არის შემოთავაზებული და თითქოს წინა ვერსიისგან სხვაობა არ არის. აპლიკაციების ფორმები და ფუნქციონალი არ შეცვლილა, არც პარამეტრების მენიუ.

აპლიაკციებიდან ჩემთვის ყველაზე საინტერესოა ფაილების მენეჯერი, საიდანაც მარტივად შეგიძლიათ მართოთ ნებისმიერ ადგილას არსებული ნებისმიერი ფაილი.

სმარტფონის პარამეტრებში გვხდება საკმაოდ საინტერესო ფუნქცია, რომელიც გულისმობს შეჭრილი კამერის დამალვას და კამერის გვერდებზე დარჩენილი ადგილების “მხოლოდ სტატუს პანელად გადაქცევას”, რაც გვიკეთებს არჩევანს, დავტოვოთ შეჭრილი კამერის დიზაინი თუ სტანდარტული დიზიანის მქონე სმარტფონად ვაქციოთ! ალბათ დამეთანხმებით, რომ მნიშველოვნად მგრძნობიარე ფუქნცია არის. დააკვირდით “სქრინშოტს”, თეთრი პანელი გარდაიქმნება შავ პანელად….

თავად სისტემაში მრავალფეროვანი მოდიფიკაციები არსებობს, თუმცა ჩემი ყურადღება მიიქცია აპლიკაციების მენიუს სურვილისამებრ გამოჩენამ ან დამალვამ. თუ იმ შემთხვევაში აპლიკაციების მენიუს დავმალავთ, ყველა აპლიკაცია გაჩნდება მთავარ გვერდზე. აქ ასევე გვხდება თემების ცვლის ვარიანტი, რომელიც უკვე Android ბრენდების სამყაროში ტრადიცულია, თუმცა კარგია, რომ გვაქვს საშუალება დავაყენოთ ის, რომელიც უფრო მოგვწონს.

 

კიდევ ერთი საინტერესო ფუნქცია, რომელიც გულისხმობს ეკრანის რეზოლუციის შემცირებას სურვილისამებრ, რაც დაგეხმარებათ ბატარიის ენერგიის დაზოგვაში. პარამეტრებში გვხდება HD და FHD რეზოლუციები.

ძალიან მომწონს Huawei-ს მუსიკის დამკვრელი აპლიკაცია Dolby Atmos აუდიო სისტემით(გარე დინამიკებში), თუმცა ყურსასმენების სისტემაშიც გვხდება Hi-Res აუდიო,რაც მნიშვნელოვანია სმარტფონის მახასიათებლებიდან.

საერთო ჯამში P20-ის სამომხმარებლობა სისტემა მრავალფუქნციური და საინტერესოა. მუშაობის პროცესში ინტერფეისი ძალიან სწრაფია და არ შეიმჩნევა რაიმე ხარვეზი.

ბატარეა

P20-ში წარმოდგენილია დიდი ზომის ბატარეა, რომლის სიმძლავრე განისაღვრება 3400 მილიამპერით საათში, რაც ამ ზომის სმარტფონისთვის საკმაოდ მძლავრი მახასიათებელია. მიუხედავად იმისა, რომ სეზონის გათვალისწინებით ტემპერატურა საკმაოდ ცხელია, სმარტფონის ბატარეა საკმაოდ გრილი აღმოჩნდა და მხოლოდ 24 გრადუს ცელსიუსით აჩვენებს.

სრული დატვირთვის შემდეგ სმარტფონის ბატარეამ ეკრანა ანთებული რეჟიმით გაძლო 4 საათი და 17 წუთი, რაც საშუალო მაჩვენებელია და ჩვეულებრივი მომხმარების შემთხვევაში ერთი სრული დღე აუცილებლად გაძლებს.

მინდა აღვნიშნო, რომ სმარტფონს ვიყენებდი მხოლოდ ტესტებისთვის: კამერის და პერფომანსის ტესტებისთის, რაც სმარტფონის ბატარეაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს.

პერფომანსი

სმარტფონში მოთავსებულია Huawei-ს შექმინილი Kirin 970-ის ჩიფსეტი, რომელიც ცენტრალური და გრაფიკული პროცესორის სიმძლავრით ჩამორჩება მის კონკურენტებს, თუმცა აქვს უპირატესობა და ეს არის ხელოვნური ინტელექტისთვის განკუთვნილი სპეციალური NPU პროცესორი. მართალია ის, რომ დღეს სხვა ბრენდებიც გვთავაზობს NPU პროცესორს, თუმცა Huawei-ს შემთხვევაში ე.წ. IQ მაჩვენებელი გაცილებით აღემატება კონკურენტებს. NPU პროცესორი ყველასთვის კარგად ნაცნობ AI ხელოვნური ინტელექტს ეხმარება მუშაობაში და P20-ში AI ტექნოლოგია მთლიან სისტემაში გვხდება. ის იმახსოვრებს თქვენ ქმედებებს და შემდეგ გთავაზობთ პარამეტრებს თქვენი ქმედებების შესაბამისად, რაც სმარტფონით მუშაობას უფრო სასიამოვნოს და მოსახერხებელს ხდის.

Geekbench აპლიკაცია სმარტფონის ცენტრალური პროცესორის სიმძლავრეს ტესტავს, შესაბამისად საჭიროდ ჩავთვალე გაჩვენოთ რამდენად მძლავრი ცეტრალური პროცესორი აქვს P20-ს.

როგორც ხედავთ სმარტფონმა ერთ ბირთვში დააგროვა 1890 ქულა და მულტი ბირთვში 6633, ვერ ვიტყვი, რომ მნიშვნელოვნად ჩამორჩება კონკურენტებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უფრო მძლავრი ჩიფსეტი საერთოდ აღარ არის საჭირო და სმარტფონის პერფომანსზე საერთო ჯამში არ აისახება, რადგან ყველა დავალებას იდეალურად ასრულებს.

აქვე გთავაზობთ AnTuTu ტესტსაც, რომელიც გრაფიკული პროცესორის და ცენტრალური პროცესორის სიმძლავრეს ერთდროულად ტესტავს და Geekbench-ის მსგავსად აძლევს ქულას, რაც მეტად მაღალია ქულა, შესაბამისად სმარტფონიც უფრო მძლავრია.

როგორც ხედავთ, 197000-ზე მაღალი ქულა დააგროვა, რაც სმარტფონისთვის იდეალურა, მაგრამ რა თქმა უნდა სიმძლავრით ვერ უტოლდება Qualcomm Snapdragon 845-ს.

სიმძლავრის ტესტების შემდეგ, რომელიც სმარტფონს სრული დატვირთვის ამუშავებს, ბატარეა 38 გრადუს ცელსიუსამდე გაცხელდა, რაც ძალიან კარგი შედეგია და არ აღემატება ნორმას, თუმცა სმარტფონის კორპუსზე საკმაოდ საგრძნობი იყო გაცხელება, რაც სავარაუდოთ შუშის კორპუსის კარგი გამტარიანობის შედეგია. 🙂

ძირითადი კამერა

სმარტფონში გვხდება ორმაგი ძირითადი კამერის სისტემა Sony-ს წარმოებული კამერის სენსორებით და LEICA-ს სერთიფიკატის მქონე ლინზებით. ორმაგი კამერის სისტემიდან ერთი წარმოდგენილია 1/2.3 დიუმის 12 მეგაპიქსელიანი სენსორი F1.8 დიაფრაგმიანი ლინზებით, რომელიც ფერადი გამოსახულების გადასაღებად არის განკუთვნილი, ხოლო მეორე 20 მეგაპიქსელიანი 1/2.78 დიუმის ზომის სენსორი მონოქრომულია F1.6 დიაფრაგმიანი ლინზებით, რომელიც ფერადი კამერის სენსორს ეხმარება პროტრეტების გადაღებაში და ღამით გადაღების დროს საუკეთესო შედეგის მიღებაში.

P20-ის მთავარი ძლიერი მხარე არის კამერისთვის განკუთვნილი პროფესიონალური რეჟიმი, რომლითაც შეგიძლიათ პარამეტრების ცვლა ფოტოს და ვიდეოს გადაღების დროს. სინათლის ჩამკეტი ყველაზე სწრაფი აქვს სმარტფონებს შორის, ხოლო დაყოვნება 30 წამიანია. ISO შუქმგრძნობელობა პარამეტრების მიხედვით მინიმალური 50 არის და მაქსიმალური 3200.

სმარტფონს შეუძლია 4K ვიდეოს გადაღება 30 კადრით წამში, FHD რეზოლუციის 18:9 ფორმატიანი ვიდეოს გადაღება 30 კადრით წამში, FHD ვიდეოს გადაღება 30 ან 60 კადრით წამში და HD ვიდეოს გადაღება 30 კადრით წამში. მიუხედავად ამისა, რომ ორივე კამერას აქვს ოპტიკური სტაბილიზაცია, ვიდეო გადაღების დროს მხოლოდ ელექტრონული სტაბილიზაცია ირთვება და ისიც FHD რეზოლუციის გადაღების დროს 30 კადრით წამში.

საინტერესო ფუნქცია იკვეთება სპეციალური ღამის რეჟიმის გადაღების დროს, რაც გულისხმობს ტრიპოდის გარეშე 6 წამიანი სინათლის ჩამკეტის დაყოვნებას. შედეგად ვღებულობთ დეტალურ და ნათელ ფოტოს გამით გადაღების დროს.

გთავაზობთ კამერის ტესტებს სხვადასხვა რეჟიმის დროს, საიდანაც გავიგებთ სმარტფონის კამერის შესაძლებლობებს რეალურად და ობიექტურად.

ფოტოს გადაღება ჩვეულებრივი დღის განათების პირობებში

ქვემოთ მოცემულ ფოტოზე გამოყენებულია ხელოვნური ინტელექტი ანუ AI რეჟიმი, რომლიც გამორთვაც და ჩართვაც შეგიძლიათ სურვილისამებრ სმარტფონის კამერის პარამეტრებიდან. მოცემულ ფოტოში გამოსახულება უფრო მწვანე ხდება ვიდრე არის რეალურად და აღარ გიწევთ ფოტოს გადაღების შემდეგ მისი დამუშავება რომელიმე პროგრამით.

მართალია AI რეჟიმის დროს გამოსახულება უფრო ლამაზი გამოდის, მაგრამ თუ თქვენ ბუნებრივ ფერებს ანიჭებთ უპირატესობას, მაშინ გათიშეთ AI რეჟიმი და გამოიყენეთ აუტო ან პროფესიონალური რეჟიმები. ქვემოთ ფოტოზე თქვენ ხედავთ იგივე ადგილს, რაც AI რეჟიმით გადავიღე, მაგრამ ამ შემთხვევაში აუტო რეჟიმით გადაღებულს.

2X ზუმი ჩვეულებრივ დღის შუქზე გადაღების დროს

P20-ის შემადგენლობაშია 2X ჰიბრიდული ზუმი, სინამდვილეში ეს არ არის ოპტიკური ზუმი და ციფრული ზუმის ტექნოლოგია არის გამოყენებული, მაგრამ შედეგი მაინც ძალიან კარგია და არ იკარგება დეტალები.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დეტალიზაციის ტესტი ჩვეულებრივ დღის შუქზე გადაღების დროს

150%-იანი დაკროპვის შემდეგ გამოსახულება ისევ დეალურია და არ კარგავს ხარისხს, რაც სმარტფონისვის ძალიან კარგი შედეგია.

 

ფოტო გადაღება ღამით

როგორც უკვე აღვნიშნე, P20-ში არის სპეციალური ღამის გადაღების რეჟიმი, რომელიც გულისხმობს სინათლის ჩამკეტის 6 წამიან დაყოვნებას, რაც გვაძლევს იდეალურ შედეგს ღამით გადაღების დროს. გთავაზობთ აუტო რეჟიმით გადაღებულ ღამის ფოტოს და სპეციალური რეჟიმით გადაღებულ ღამის ფოტოს.

პორტრეტის რეჟიმი

სმარტფონმა მოახერხა და პორტრეტული ფოტო შესანიშნავად გადაიღო, სწორად და მკვეთრად არის წარმოდგენილი მანეკენი, ხოლო უკანა ფონი დაბალანსებულად ბუნდოვანია. შეგიძლიათ პროგრამულად ცვალი დიაფრაგმის დახმარებით უკანა ფონი თქვენი სურვილისამებრ გახადოთ უფრო ნაკლებად ან უფრო მეტად ბუნდოვანი F16 დიაფრაგმიდან F0.95 დიაფრაგმანდე.

მაკრო რეჟიმი

სმარტფონების უმრავლესობას ფოკუსის გასწორება კამერის ლინზის გამოსახულებასთან ახლოს მიტანის მომენტში ურთულდება, თუმცა P20-მა შესანიშნავად შეასრულა დავალება და გამოსახულებაც შესანიშნავია.

RAW ფორმატი

2018 წლის ფლაგმანური სმარტფონებში ხშირად არ გვხდება RAW ფორმატის გადაღება, რაც სმარტფონისთვის მნიშვნელოვანია, რადგან RAW ფორმატით კამერა იმახსოვრებს მეტ ინფორმაციას და დამუშავების შემთხვევაში ხარისხიც არ იკარგება. გვთავაზობთ RAW ფორმატით გადაღებულ რამდენიმე ფოტოს, რომლებსაც მინიმალური კორექტირება გავუკეთე.

 სრულ სიბნელეში გადაღები კატის ფოტო

ჩვეულებრივ დღის სინათლეზე გადაღებული ძაღლის ფოტო

ჩვეულებრივ დღის სინათლეზე გადაღებული შენობის ფოტო

საერთო ჯამში იდეალური კამერა აქვს ფოტოგრაფიისთვის, პროფესიონალური რეჟიმი კიდევ უფრო დიდ პოტენციალს გაძლევთ გადაიღოთ შედევრები თუნდაც ღამით გადაღების დროს და ჩვეულებრივი მომხმარებლისთვი არსებობს AI კამერის რეჟიმი, რომელიც თქვენს მაგივრად გააკეთებს ყველაფერს.

წინა კამერა

P20-ის წინა კამერა 24.8 მეგაპიქსელიანი Sony-ს სენსორით არის წარმოდგენილი, რაც ძალიან შთამბეჭდავად გამოიყურება, თუმცა მხოლოდ ციფრებში!  რეალურად არ არის ის შედეგი, რაც უნდა ჰქონდეს ფლაგმანური სმარტფონის წინა კამერას და 8 მეგაპიქსელიანი წინა კამერითაც კი ბევრად უკეთესი შედეგი მაქვს მიღებული. საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ უფრო მეტი პიქსელების რაოდენობა ნიშნავს უფრო პატარა პიქსელების ზომას(სმარტფონების კამერებში), რაც აისახება გამოსახულების ხარისხზეც.

ვიდეო გადაღება

ვიდეო გადაღების დროს სტაბილიზაცია მხოლოდ FHD რეზოლუციაზე გვხდება 30 კადრით წამში, შესაბამისად ვიდეო სტაბილიზაციის ტესტს მხოლოდ ამ რეზოლუციაზე გთავაზობთ. თუმცა პრობლემა გამოსწორებადია განახლებით, რადგან ვიდეო სტაბილიზაცია ელექტრონულია.

ჩვეულებრივ დღის შუქზე გადაღების დროს ვიდეოში ფერები ზუსტად არის აღქმული, დეტალები კარგად არის გადმოცემული და აუდიოსაც მაღალ ხარისხში იწერს.

მაკრო ვიდეო გადაღების ტესტი

ღამით გადაღების დროსაც ვიდეო გადაღება შესანიშნავია, მკვეთრად არის გადმოცემული გამოსახულება და არ არის ე.წ. ხმაური.

ყველასთვის გასაკვირად Huawei-მ Super SloMo ვიდეოს გადაღების რეჟიმი შემოგვთავაზა P20-ში, თუმცა სამწუხაროდ ხარისხი არ შეესაბამება ფლაგმანური სმარტფონის სტანდარტებს. რეალურად მართაც ანელებს ვიდეოს, მაგრამ გამოსახულება ძალიან არადეტალურია.

მიუხედავად იმისა, რომ ვიდეო გადაღება არ არის ფლაგმანური სმარტფონის შესაბამისი, თქვენ მაინც არ იქნებით უკმაყოფილო მისი შესაძლებლობებით, რადგან სმარტფონით დაუვიწყარი კადრების აღბეჭდვა, მიუხედავად ყველაფრისა, რა თქმა უნდა შეგეძლებათ!

ვერდიქტი!

საერთოდ ჯამში სმარტფონს იდეალურამდე რა თქმა უნდა ბევრი დეტალი აქვს გასაუმჯობესებელი, მაგრამ P20 არის სმარტფონი, რომელიც მის პრაქტიკულობასთან ერთად გვთავაზობს მძლავრ კამერას, სწრაფ და სტაბილურ ინტერფეისს, უახლეს ოპერაციულ სისტემას და სხვა თანამედროვე სტანდარტებზე მორგებულ მახასიათებლებს, რომლითაც თავისუფლათ შეგიძლიათ იამაყოთ მისი შეძენის შემთხვევაში.

 

 

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შესაძლოა დაგაინტერესოთ!

Close
Close