მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

Huawei P20 Pro-მ კიდევ ერთი საუკეთესო კამერაფონის წოდება მიიღო TIPA 2018-ის დაჯილდოებაზე

TIPA არის საიტი, სადაც ყოველწლიურად პროფესიონალებისგან ხდება საუკეთესო კამერების, ლინზების, დრონების, მონიტორების(ფოტო დამუშავებისთვის) და საერთოდ ყველა იმ საუკეთესო ტექნოლოგიების გამოვლენა ხდება, რომელიც ფოტოგრაფიას და ვიდეოგრაფიას ეხება, მათ შორის შედის საუკეთესო კამერის მქონე სმარტფონიც. Huawei P20 Pro-მ აღნიშნული ჯილდო დამსახურებულად მიიღო და ეს წელს მეორე შეფასებაა პროფესიონალი ფოტოგრაფებისგან, როგორც “საუკეთესო კამერაფონი”! შეგახსენებთ, რომ DXOMARK-ზე Huawei P20 Pro-ს კამერა შეფასდა 109 ქულით, რაც ყველაზე მაღალია სმარტფონების სამყაროში.

მოდით კიდევ ერთხელ გაგაცნობთ Huawei P20 Pro-ს დეტალურად.

დიზაინი

P20 Pro-ს წინა პანელზე გვხდება 6.1 დიუმიანი ეკრანი, რომელშიც შეჭრილია კამერა, დინამიკი და სენსორები. წინა პანელის ქვემოთა ნაწილში ფიზიკური ღილაკში თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერი არის განთავსებული. სმარტფონის უკანა პანელზე ვერტიკალურ მდგომარეობაში სამმაგი კამერა გვხდება LEICA-ს ლოგოთი, სენსორებით და ნათების. კორპუსის ზემოთა ნაწილის ჩარჩოზე IR სენსორი არის განთავსებული, ხოლო ქვემოთა ნაწილში მეორე დინამიკი, სპიკერი და USB Type C პორტი.

მისი კორპუსის სიგრძე შეადგენს 155 მილიმეტრს, სიგანე 73.9 მილიმეტრს და სისქე 7.8 მილიმეტრს. ეკრანის თანაფარდობა კორპუსთან შეადგენს 82 პროცენტს.

ეკრანი

P20 Pro-ს შემადგენლობაშია 6.1 დიუმიანი 19:9 ფორმატიანი FHD რეზოლუციის OLED ეკრანი. შეჭრილი კამერის ირგვლი ეკრანი შეგიძლიათ მხოლოდ სტატუს პანელათ გამოიყენოთ და ჩართოთ რეჟიმი, რომელიც ეკრანში შეჭრილი კამერის ვიზუალს მოხსნის. 

პერფომანსი

სმარტფონის შემადგენლობაშია Kirin 970-ის ჩიფსეტი 6 გიგაბაიტიანი LPDDR4 ოპერატიული მეხსიერება, 128 გიგაბაიტიანი UFS2.1 შესანახი მეხსიერება, 4000 მილიამპერიანი ბატარეა სწრაფი დამხუტვის მხარდაჭერით, თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერი კორპუსის წინა პანელზე ფიზიკურ ღილაკზე, სახის ამომცნობი 2D სკანერი, სტერეო დინამიკები Dolby Atmos აუდიო სისტემით, HiRes აუდიო სისტემა უკაბელო და კაბელიანი ყურსასმენებისთვის, USB Type C პორტი და Android 8.1 ოპერაციული სისტემა EMUI 8.1 მოდიფიციურებული ვერსიით.

Google-თან პარტნიორობით P20 Pro მხარდაჭერილია ARcore პლატფორმიც, რომელიც სმარტფონს ახმარება ალტერნატიულ რეალობაში რეალურ დროში შექმნას გამოსახულების 3D მოდელი.

კამერა

უკანა პანელზე სამი მთავარი კამერა გვხდება 20 მეგაპიქსელიანი მონოქრომული F1.6 დიაფრაგმიანი ლინზებით, 40 მეგაპიქსელიანი RGB  გიგანტური 1/1.7 დიუმის ზომის სენსორით(რაც ბაზარზე არსებულ სმარტფონებს შორის საუკეთესოა), გიგანტური 1.55 მიკრონის ზომის პიქსელებით, სენსორი F1.8 დიაფრაგმიანი ლინზებით და 8 მეგაპიქსელიანი ტელეფოტო კამერა F2.4 დიაფრაგმიანი ლინზებით. აქ ასევე გვხდება 4K ვიდეო გადაღება, სუპერ SloMo ვიდეო გადაღება 960 კადრით წამში, ელექტრონული სტაბილიზაცია ოპტიკური სტაბილიზაცია, 3X ოპტიკური ზუმი(5X უდანაკარგო ზუმი და 10X ციფრული ზუმი) და IR-RGB სენსორი.  რევოლუციური ISO მგრძნობელობის მაქსიმალური მაჩვენებელი  102,400. წინა კამერად 24 მეგაპიქსელიანი სენსორი გვხდება F2.0 ლინზებით

კამერის დამატებითი ფუნქციებია: 3D მოდელირება, 3D პორტრეტი და 3D AR რეჟიმები რეალურ დროში. კამერა ასევე იყენებს  Quad Bayer ტექნოლოგიას, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ გადაღოთ 10 მეგაპიქსელიანი ფოტო 40 მეგაპიქსელიანი კამერით და მიიღოთ საუკეთესო დეტალიზაციის მქონე ღამის ფოტო.

P20 Pro-ს იდეალურ პროფესიანალურ რეჟიმთან ერთად ასევე აქვს AI კამერის რეჟიმი, რომელიც სმარტფონს ავტომატურ რეჟიმში ეხმარება 19 კატეგორიის ობიექტისთვის შეარჩიოს კამერის საუკეთესო პარამეტრები მაქსიმალურად საუკეთესო შედეგის მისაღწევად. აქ ასევე გვხდება 4D ფოკუსის ტექნოლოგია, რომელიც მოძრავ ობიექტს წინასწარ აფოკუსებს და შედეგად ვღებულობთ იდეალურ გამოსახულებას.

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close