ბლოგითამაშებიკომბიუტერული სამყაროკომპიუტერული მოწყობილებისთვისტექსტური

Huntsman Elite: გეიმერული კლავიატურა Razer-სგან

კომპანია Razer-მა სისწრაფის ახალ დონეს თავისი გეიმერული კლავიატურით, Huntsman Elite-ით მიაღწია, რაც განპირობებულია ოპტიმექანიკური (ოპტიკური) კონცენტრატორებით. ამ შედეგის მისაღწევად კომპანიამ აიღო მექანიკური კონცენტრატორები და მასში ოპტიკური სენსორების ინტეგრაცია მოახდინა. ჩვენ თამამად შეგვიძლია გითხრათ, რომ 2018 წელს მასზე სწრაფი კლავიატურა არ არსებობს.

ამავდროულად, კლავიატურაზე ტექსტის აკრეფაც სიამოვნების მომგვრელია და მასში უფრო მეტი RGB განათებაა დამატებული. Razer-ი თითქმის უკონკურენტოა კლავიატურის ექსტერიერის გაფორმებაში. აღნიშნული გეიმერული კლავიატურა უჩარჩოო დიზაინითაა წარმოდგენილი. ერთი შეხედვით თითქოს მხოლოდ ღილაკები ჩანს ულამაზესი RGB ნათებით დამშვენებული. კლავიატურას მოყვება შავი მატი ზედაპირის მქონე მტევნის დასასვენებელი, რომელიც ასევე განათებულია ირგვლივ. Razer Huntsman-ი გამოირჩევა ერთ-ერთი საუკეთესო მედია ღილაკების განლაგებით. მარჯვენა ზედა კუთხეში მუსიკის დაკვრა და გადახვევაა შესაძლებელი, უფრო კუთხისკენ კი ხმის წრიული მარეგულირებელია განთავსებული, რომლის შუაშიც ხმის გათიშვის პატარა ღილაკია და ამ ყველაფერს წრიულად RGB განათება ამშვენებს.

რა თქმა უნდა, Razer Huntsman-ი არ არის საუკეთესო და სრულყოფილი კლავიატურა. მაგალითად იმიტომ, რომ მოიხმარს ბევრ ენერგიას და იკავებს ორი USB პორტს, რაც ალბათ დამეთანხმებით, რომ ერთგვარი დისკომფორტია. არც დაბალი ფასითაც გამოირჩევა, რადგან მისი ღირებულებაა 199$-ი. საბოლოო ჯამში ოპტიმექანიკური “სვიჩები” მართლაც შთამბეჭდავია და უმთავრესი მიზეზი გახლავთ თუ რატომაც უნდა შეიძინოთ Razer-ის აღნიშნული გეიმერული კლავიატურა.

 

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შესაძლოა დაგაინტერესოთ!

Close
Close